"ნუ იცხოვრებთ თქვენი შვილების ნაცვლად" - ცნობილი პედაგოგის რჩევები
"ნუ იცხოვრებთ თქვენი შვილების ნაცვლად" - ცნობილი პედაგოგის რჩევები
ეს რჩევები მშობლების, პედაგოგებისა და ბავშვებისთვის ბატონმა გია მურღულიამ შეადგინა, ფილოლოგიის დოქტორმა და გამოცდილმა პედაგოგმა. წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ.

5 რჩევა მშობლებს
1. ნუ იცხოვრებთ თქვენი შვილების ნაცვლად;
2. იყავით მათთვის არა მხოლოდ ადამიანური სიბრძნის მასწავლებლები, არამედ ამ სიბრძნის პრაქტიკულად განმასახიერებელნიც – ასწავლეთ პირადი მაგალითით;
3. ნუ დაუშლით თავისუფლებას, თუნდაც ეს გარკვეულ რისკთან იყოს დაკავშირებული – ადამიანი მარცხითაც სწავლობს;
4. ეცადეთ ყოველდღიურად ვითარდებოდეთ, რათა მოსაწყენ ერთფეროვნებად არ იქცეთ საკუთარი შვილებისათვის;
5.
გააცნობიერეთ, რომ შვილების სიყვარული მხოლოდ მათი მფარველობით კი არა, განვითარებაში ხელშეწყობით გამოიხატება.

5 რჩევა მასწავლებლებს
1. გააცნობიერებინეთ უმთავრესი ღირებულებები და მათი ერთგულება;
2. ჯერ ყოველთვის აჩვენეთ პირადი მაგალითი;
3. სჯობს ასწავლოთ ერთი რამ ათი სხვადასხვა კუთხით, ვიდრე ათი რამ – ცალმხრივად;
4. გიყვარდეთ თქვენი მოსწავლე – მიუხედავად ყველაფრისა. გახსოვდეთ, რომ თქვენც იყავით ბავშვები;
5. ისწავლეთ, რათა ასწავლოთ.

5 რჩევა მოსწავლეებს
1. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არაფერს აკეთებთ ისეთს, რაც თქვენს ასაკში (ან თუნდაც მერე) არ გაუკეთებიათ თქვენს მასწავლებლებს;
2. იცოდეთ, რომ ვინც არ სწავლობს დღეს, გაცილებით რთულად მოუწევს ამის გაკეთება ხვალ;
3. მთავარი წიგნების კითხვა კი არ არის, არამედ მათი სრულფასოვანი გაგება;
4. სკოლა
თქვენთვის არის, ხოლო თქვენ – კეთილი საქმეებისთვის;
5. ეცადეთ, ყოველდღე აჯობოთ არა სხვებს, არამედ საკუთარ თავს.
8454
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნნ
0
კარგი რჩევებია იმედია მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები გავითვალისწინებთ.
10:26 / 14-02-2019
nina
0
ბატონო გია როდესაც მასწავლებელი პირველ კლასელ ბავშვს ეუნება დედაშენმა დაანებოს თავი წიგნში წერასო რა უნდა ვუთხრა რა პასუხი გავცე... არადა ნახმარი და გაუბედურებული წიგნი შეხვდა.ტან ბავშვი ეუბნება დედიკის არ დაუწერიაო,ის კი რა თქმა უნდა არ უსმენს და არც აქცევს წიგნის სიზველეს ყურადგებას.აი ასეტია უმრავლესობა დგევანდელ სკოლებში,მათ უნდატ რომ მოუსმინონ თვითონ კი არ უსმენენ.
01:52 / 15-10-2014
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```