მთელ ახალგაზრდობას ტელეფონსა და კომპიუტერში თავჩარგული ნუ გაატარებ ცხოვრებაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ და ბევრ მათგანზე შეუძლებელია არ ინანო. ხოლო როცა ცხოვრება დასასრულისკენ მიდის, უფრო და უფრო მეტი მომენტი გახსენდება, რომელიც ვერ გამოიყენე. ბევრი რამაა ისეთი, რასაც "სულ სხვაგვარად" გააკეთებდით. გადახედეთ ამ რჩევებს, რომლებიც გამოცდილმა ხანდაზმულმა ადამიანებმა შეადგინეს, და მოასწარით მათი განხორციელება... მერე რომ არ ინანოთ.
1. თუ საშუალება გაქვს, იმოგზაურე. ასაკში რომ შეხვალ, ისე იქნები გარემოებებზე დამოკიდებული, რომ ამას ვეღარ შეძლებ.
2. არ გაუშვა ხელიდან უცხო ენების სწავლის შანსი.
3. შიშის გამო რაიმეს გაკეთებაზე უარი არ თქვა. ყველაზე ხშირად შიშის ბრალია, საუკეთესო შანსებს რომ ვუშვებთ ხელიდან. "რაც იქნება, იქნებას" პრინციპი ხშირად ამართლებს.
4. ეცადე, ფორმა შეინარჩუნო. ასაკში უფრო დააფასებ "ფორმაში" ყოფნას.
5. თუ სამუშაო გტანჯავს, სამსახურიდან წამოდი. შეიძლება მალე ვერ დაიწყო მუშაობა, სამაგიეროდ, ყველაზე ძვირფას განძს, დროს, ტანჯვაში არ დახარჯავ.
6. აიძულე თავი, რომ კარგად ისწავლო და ყველა საძშუალება გამოიყენე კარგი განათლების მისაღებად.
7. თუ არსებობს ადამიანი, რომლის დანახვაზეც გული გითრთის, აუცილებლად მასაც გააგებინე. გამოუთქმელი სიყვარული ყველაზე დიდი შეცდომაა.
8. ჩაწვდი წიგნების კითხვის სიამოვნებას - მათი წყალობით მთელი სამყარო თვალწინ გადაგეშლება.
9. მშობლებს დაუჯერე, მათ შენზე მეტი გამოცდილება აქვთ. ხშირად ესაუბრე ბებიას და პაპას. ისინი დიდ სიბრძნეს ფლობენ და შენთვის ბევრი რამის სწავლება შეუძლიათ.
10. არ იმუშაო უქმე დღეებში. თუ მუდმივად იმუშავებ, ძალიან ბევრი ძვირფასი წუთი გამოგეპარება.
11. ზედმეტად ნუ დაიტანჯავ თავს დიეტებით. სიცოცხლის მშვენიერებაში გემრიელი ჭამაც შედის. ნუ მოიკლებ მას.
12. მთელ ახალგაზრდობას ტელეფონსა და კომპიუტერში თავჩარგული ნუ გაატარებ. მათ მიღმა უფრო ტკბილია ცხოვრება.
13. უყურადღებოდ ნუ დატოვებ შვილს. ნუ გადააბარებ მას ბებიებს, ძიძებს ან მასწავლებლებს. ბავშვი ხომ დროებითი საჩუქარია - ყოველთვის პატარა არ იქნება და შენს კალთაში არ იჯდება. ამიტომ სანამ დროა, დატკბი.
14. ეცადე ცოტა, მაგრამ ნამდვილი მეგობრები შეიძინო. გახსოვდეს, ადამიანზე დიდი ფასეულობა სამყაროში არ შექმნილა. ამიტომ შემოიკრიბე კარგი ადამიანები.
15. ცეკვა ისწავლე. განწყობის მოძრაობით გადმოცემა იშვიათი სიამოვნებაა.