ცოლ-ქმარმა ოცდაათი წელი იცხოვრა ერთად. ოცდაათწლიანი თანაცხოვრების აღსანიშნავად... ცოლ-ქმარმა ოცდაათი წელი იცხოვრა ერთად. ოცდაათწლიანი თანაცხოვრების აღსანიშნავად, როგორც ყოველთვის, ცოლმა პატარა პური გამოაცხო – მას თითქმის ყოველ დილას აცხობდა. საუზმეზე პური შუაზე გაჭრა, ორივე ნახევარს კარაქი წაუსვა და როგორც ყოველთვის, აპირებდა ზედა ნაწილი მიეწოდებინა ქმრისთვის. მაგრამ შუა გზაზე გაუშეშდა ხელი... გაიფიქრა: "აი, ამ მნიშვნელოვან დღეს, მინდა, თვითონ შევჭამო პურის ზედა ნაწილი. ოცდაათი წელი ვოცნებობდი ამაზე და დავიმსახურე: სამაგალითო ცოლი ვიყავი, შესანიშნავი შვილები გავზარდე, სახლი ყოველთვის წესრიგში მქონდა".
და ქმარს პურის ქვედა ნაწილი მიაწოდა. ოცდაათი წლის განმავლობაში ეს არც ერთხელ არ გაუკეთებია.
ქმარმა ღიმილით გამოართვა პური და თქვა:
- რა შეუდარებელი საჩუქარი გამიკეთე ამ დღეს! ბავშვობიდან მიყვარდა ქვედა, ხრაშუნა და უფრო კარგად შემწვარი ნაწილი. მაგრამ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ის შენ გეკუთვნოდა, შენ იმსახურებდი.