ბედნიერი ადამიანების ჩვევები
ბედნიერი ადამიანების ჩვევები
მაშ ასე, ბედნიერი ადამიანები:

1. არ ღელავენ იმაზე, რას ფიქრობენ მათზე სხვები – ისინი არ აძლევენ უფლებას ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს, რომ მათზე გავლენა მოახდინონ. რაც არ უნდა თქვან სკეპტიკოსებმა, ბედნიერი ადამიანისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ის საკუთარ თავთან იყოს მართალი და იცოდეს, რომ ღირსეულია არა ის ადამიანი, რომელსაც ნაკლოვანებები არ აქვს, არამედ ის, ვისაც აქვს ღირსებები.
2. ყოველთვის ყველაფერში ხედავენ პლუსებს – ყველაფერ ცუდში არის რაღაც კარგი. თუ არ გამოდის სიტუაციაში დადებითი მხარის დანახვა, ბედნიერი ადამიანები მას თავად ქმნიან. ისინი არ
წუხან. თუ რაღაც კარგი მოხდა, ეს მშვენიერია. ხოლო თუ ცუდი მოხდა, ეს გამოცდილებაა.
3. ყოველთვის მეგობრულები და მადლიერები არიან – ბედნიერი ადამიანებისთვის აქ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურებით ან საიდან ხართ წარმოშობით. მათ სურთ მხოლოდ კიდევ ერთი ადამიანი გვერდით, ვისთან ერთადაც შეიძლება მხიარულება, სილაღე, ურთიერთობა. მათ არ რცხვენიათ და არ ენანებათ რამდენიმე წუთი იმისთვის, რომ სხვა ადამიანების მიმართ მადლიერება გამოხატონ.
4. განაგრძობენ სწავლას – ისინი ცნობისმოყვარენი არიან და მიილტვიან ახალის შეცნობისკენ სამყაროსა და ა
დამიანების შესახებ. უყვართ წიგნები და იციან, ყოველთვის არის რაღაც, რის შესახებაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. ცხოვრებისადმი მუდმივი, ჯანსაღი ინტერესი იძლევა ენერგიას, რომელსაც ახალი იდეები მოაქვს, დადებით გავლენას ახდენს აზროვნებაზე და დღეებს ახალისებს.
5. ყოველთვის იღიმიან და პოზიტიურები არიან – "ჩვენ იმიტომ კი არ ვიცინით, რომ ბედნიერები ვართ. ჩვენ ბედნიერები ვართ იმიტომ, რომ ვიცინით" (უილიამ ჯეიმსი). ღიმილი და სიცილი ბედნიერი ადამიანის განუყოფელი თვისებაა. რეალობა ასეთია, რომ ადამიანები, რომლებთანაც ბევრ დროს ვატარებთ, გავლენას ახდენენ ჩვენზე და ჩვენს მსოფლმხედველობაზე. რაც მეტ დროს ვატარებთ პოზიტიურად განწყობილ და ოპტიმისტ ადამიანებთან, მით უფრო ლამაზ ფერებში იქნება შეღებილი ჩვენი ცხოვრება.
6. ამ წამით ცხოვრობენ – "მე ძალიან ბევრი საშინელი რამ გადავიტანე ცხოვრებაში, ზოგიერთი მათგანი სინამდვილეში მოხდა" (მარკ ტვენი). ისინი არ ელოდებიან პარასკევ საღამოს, კვირა დილას, ახალი მანქანის ყიდვას, ახალ ბინას, არ ელოდებიან გაზაფხულს თუ ზაფხულს. ყველაზე დიდი შეცდომა ხომ ისაა, როცა ფიქრობ, რომ ცხოვრობ, სინამდვილეში კი გამუდმებით რაღაცას ელი. ბედნიერი ადამიანებიხლანდელი დღით, ახლანდელი წამით ცხოვრობენ და ყოველი წუთით სიამოვნებას იღებენ.
7. იციან, რომ ამქვეყნად ყველაფერი არ არის სრულყოფილი – ძნელია საკუთარ თავში პერფექციონიზმის (სრულყოფილებისკენ სწრაფვის) დათრგნუვა, მაგრამ ეს აუცილებელია. ყველაფერი კარგია ზომიერად. ბედნიერ ადამიანებს შეუძლიათ აკონტროლონ სრულყოფილებისკენ სწრაფვა და არ იძაბებიან რაღაცების გამო. ისინი თავს არ ითრგუნავენ ოდნავი გადაცდომების თუ ნაკლოვანებების გამო. ისინი ამაყობენ საკუთარი თავით და თავიანთი მიღწევებით. ხანდახან ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც იგეგმება ხოლმე და ესეც ნორმალურია. შეუძლებელია ყველაფრის გაკონტროლება.
8. წვლილი შეაქვთ გარემომცველ სამყაროში – ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ იყო ბედნიერი, გარემომცველი სამყაროს შეცვლაა. ამისთვის არ არის აუცილებელი, ხალხი იხსნა რაღაცისგან ან ცუნამი შეაჩერო. საკმარისია გაუღიმო ადამიანებს, ქათინაურები დაარიგო, დაეხმარო მეგობრებს თუ უცნობებს, ნაგავი არ დაყარო, თუნდაც ცოტა, მაგრამ კარგი საქმეები აკეთო.

ასევე იხილეთ: რა არის ოჯახური ბედნიერება
გაინტერესებთ, ხართ თუ არა ბედნიერი? დაგარწმუნებთ, რომ ხართ
5460
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
sofia
0
ბედნიერი ადამიანი ვყოფილვარ... :)
07:21 / 28-11-2014
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი