რჩევები შვილიშვილების აღზრდასთან დაკავშირებით
რჩევები შვილიშვილების აღზრდასთან დაკავშირებით
(ცნობილი ქართველი პედაგოგისა და მეცნიერის შალვა ამონაშვილის მიხედვით)

1. ბავშვებისადმი ერთგულებას და სიყვარულს ნუ გადააქცევთ მონურ მორჩილებად და მსახურებად.
2. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ბავშვების საზრუნავს, რომლებიც მათ სჭირდებათ თვითაღზრდისთვის.
3. მეტისმეტად ნუ გაანებივრებთ უამრავი და უსარგებლო საჩუქრით და სიამოვნების მინიჭებით.
4. ნუ გამოავლენთ მათ მიმართ წვრილმან მეურვეობას.
5. უფრო ხშირად უამბეთ მათ თქვენს თავზე, თქვენს ბავშვობაზე, სამუშაოზე.
6. გაუხსენით ბავშვებს გული, გაანდეთ მათ თქვენი განცდები, ეჭვები თუ ემოციები.
7. გაუხდით მესაიდუმლედ, ისეირნეთ და ითამაშეთ მათთან ერთად.
8. უჩვენეთ შრომისმოყვარეობის, სიკეთის, სიმამაცის მაგალითები.
9. მიეცით საშუალება, თქვენთან ერთად იშრომონ.
10. ელაპარაკეთ, როგორც უფროსებს.
11. ნუ შეახსენებთ ხშირ-ხშირად, რომ ჯერ ძალიან პატარები არიან.
12. იზრუნეთ იმაზე, რომ ბავშვებს თქვენზე შეექმნათ შთაბეჭდილება, როგორც თანამედროვე ადამიანზე.
13. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ცხოვრების წესი, თქვენი სახება მას სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში და მას მერეც მოახდენს გავლენას მათ აღზრდაზე, როცა თქვენ აღარ იქნებით ამქვეყნად.


4162
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი