შენს ღიმილს მისი გახარებაც კი შეუძლია, ვისაც, შეიძლება, არ მოსწონხარ შეინახეთ და წაიკითხეთ, როცა ცუდ ხასიათზე იქნებით დედამიწაზე მინიმუმ ორი ადამიანი მაინც არის, ვინც მზადაა, შენ გამო სიცოცხლე დათმოს. მინიმუმ 13 ადამიანს მაინც უყვარხარ თავისებურად. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა ვიღაც ვერ გიტანს – იმიტომ, რომ უბრალოდ სურს, შენ გგავდეს. შენს ღიმილს მისი გახარებაც კი შეუძლია, ვისაც, შეიძლება, არ მოსწონხარ. ყოველ ღამე ვიღაც მაინც ფიქრობს შენზე, სანამ დასაძინებლად დაწვება. ვიღაცისთვის შენ ყველაფერი ხარ. მაშინაც კი, როცა რაღაც ძალიან ცუდი ხდება შენს ცხოვრებაში, მას კარგი რამ მოჰყვება აუცილებლად. როცა გგონია, რომ ცხოვრებამ ზურგი გაქცია, მას სხვა რაკურსით შეხედე. ყოველთვის გახსოვდეს, როცა ცხოვრება კიდევ ერთ შანსს გაძლევს, ე.ი. ყველაფერი გამოგივა! ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, რომ დილაობით სინანულმა გაგაღვიძოს. გიყვარდეს ადამიანები, რომლებიც შენდამი ობიექტურად არიან განწყობილნი, დაივიწყე ისინი, ვინც ამას არ აკეთებს, და გჯეროდეს, რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. თუ შანსი გეძლევა, არ თქვა მასზე უარი. იქნებ ეს შანსი მთელ შენს ცხოვრებას ცვლის! არავის უთქვამს, რომ ცხოვრება მარტივია. უბრალოდ, უნდა ეცადო, ის ცოტა მეტად გაამხიარულო და გაახალისო, მეტი ღიმილით და სილაღით შეხედო.