სწავლა პროცესია, განათლება - შედეგი.
სწავლა მუშაობაა, განათლება - სულის მდგომარეობა.
სწავლა შესაძლებლობათა გაზრდაა, განათლება - მიზანი.
სწავლა სწრაფვაა, განათლება - კონკრეტული მიღწევა.
სწავლა საქმის გააზრებაა, განათლება - მისი აღსრულება.
სწავლა ძიებაა, განათლება - პოვნა.
სწავლა მოძრაობაა, განათლება - გარინდება, რომელიც ახალ მოძრაობას ბადებს.
სანამ ცოცხალი ხარ, არც ერთს არ აქვს ბოლო.
ეს ორი ცალ-ცალკე არ არსებობს - მეორე პირველის სიცოცხლეა და ორივე კი - ადამიანი.
გია მურღულია
კომპეტენტური აზრი და რჩევები მშობლებსა და მასწავლებლებს გია მურღულიასგან