როდესაც ცხოვრების თანამგზავრს ირჩევ... – დამაფიქრებელი ამბავი
როდესაც ცხოვრების თანამგზავრს ირჩევ... – დამაფიქრებელი ამბავი
ერთი ბიჭი ვერაფრით ვერ ირჩევდა ცხოვრების თანამგზავრს: ხან სახეზე არ მოსწონდა, ხან ტანს უწუნებდა, ხან – მეტისმეტ სიგამხდრეს, ხან – მეტისმეტ სიმსუქნეს... მაგრამ ერთხელაც გაუმართლა – ჯადოქარს შეხვდა, რომელიც შეპირდა პრობლემის გადაწყვეტას.
- აი, ასანთის ღერი, - უთხრა ჯადოქარმა და ბიჭს გაუწოდა, - როგორც კი მზად იქნები, ნებისმიერი გოგონას თვალწინ გადატეხე და ის თანდათან ზუსტად ისეთი გახდება, როგორიც შენ გინდა.
და აი, შენიშნეს ბიჭის მეგობრებმა და ნათესავებმა, რომ გოგონასთან დაიწყო შეხვედრა. ის გოგონა დღითი დღე სულ უფრო ლამაზდებოდა. მალე იქორწინეს
კიდეც.
მაგრამ ერთი წლის შემდეგ ყველამ შენიშნა, რომ გოგონა უფრო უარესად გამოიყურებოდა. თითქოს სახეზეც დაუშნოვდა, ტანიც ისეთი მომხიბვლელი აღარ ჰქონდა. ყველაზე მეტად ამით ბიჭი იყო განაწყენებული. ისევ იპოვა ჯადოქარი და შეუბღვირა:
- რატომ მომატყუე! ჯადოსნობა აღარ მუშაობს! რატომ?
- ჯადოსნობა კი აღარ მუშაობს, - უპასუხა ჯადოქარმა, - შენი რჩეულის გარეგნობა ისევ ზუსტად შეესაბამება შენს სურვილებს. უბრალოდ, შენ მასში ნაკლოვანებების ძიება დაიწყე.


3518
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი