რეცეპტი უიღბლო ცხოვრებისგან თავის დასაღწევად
რეცეპტი უიღბლო ცხოვრებისგან თავის დასაღწევად
ერთხელ ბრძენს ერთი კაცი მიადგა და შესჩივლა:
- ყველაფერი ისე ცუდად მაქვს, უარესი არ შეიძლება. სამსახური დავკარგე, ჩემი ცოლი ავადმყოფობს, გოგონა ვერ თხოვდება, ვაჟს კი სწავლა ეზარება... მითხარი, იქნებ იცი, როგორ მოვიქცე?
- ერთი ძველებური საშუალებაა, - უპასუხა ბრძენმა, - ბევრი ქაღალდი უნდა აიღო და დაწერო ზედ: "ესეც გაივლის", და დაალაგო ეს ფურცლები ყველა ოთახში.
შეფიქრიანებულმა კაცმა მადლობა გადაუხადა და წავიდა.
რამდენიმე წელში იგივე ადამიანი დაბრუნდა და უთხრა ბრძენს:
- ვერ აგიწერთ, როგორი მადლიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის! ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. შესანიშნავი
სამსახური ვიშოვე, ცოლი გამოჯანმრთელდა, ქალიშვილი გათხოვდა, ვაჟმა სწავლა დაამთავრა და მუშაობა დაიწყო... ყველაფერი ძალიან კარგადაა! მადლობა დიდი! ოღონდ მინდა გკითხოთ – ის ფურცლები, რომლებიც ოთახებში დავალაგე, ავიღო?
- არა, რატომ? – მხრები აიჩეჩა ბრძენმა, - ელაგოს ჯერ.

3262
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თამარი
0
მოკლედ, ყველაფერი დროებითია, კარგიც და ცუდიც.
14:05 / 05-03-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი