ადამიანებზე წარმოდგენა პირველი შთაბეჭდილებიდან გვექმნება. არადა, ეს ხშირად არ ამართლებს ადამიანის ცნობა არც ისე ადვილია. ადამიანი ხომ უცხო ენაზე დაწერილ წიგნს ჰგავს, რომლის ბოლომდე გასაგებად ერთხელ გადაკითხვა არ კმარა. ადამიანებზე წარმოდგენა პირველი შთაბეჭდილებიდან გვექმნება. არადა, ეს ხშირად არ ამართლებს. როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ბუნება? ეს იგავი სწორ გზას გიჩვენებთ.
ერთხელ მოწაფემ მასწვლებელს ჰკითხა:
- როგორ ვისწავლო ადამიანის გამოცნობა, ვის ვენდო ან ვის ვერიდო?
- ჯერ იმას გეტყვი, ვის უნდა ერიდო. ერიდე ადამიანს, ვინც ზედმეტად თავმდაბალი ჩანს და გადამეტებული პატივისცემით გეპყრობა, თავს შენს მორჩილად ასაღებს. ვინც თაყვანს გცემს, გეხვევა და გეუბნება, რომ შენს განკარგულებაშია - მათ ნუ ენდობი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ის პირველი გაგყიდის.
- აბა, ვის ვენდო?
- ენდე მათ, ვინც უბრალო და უშუალოა, ვინც ყოველთვის სიმართლეს გეუბნება, რაც არ უნდა მწარე იყოს იგი. ეს ადამიანები პირველები მოირბენენ გაჭირვებაში შენს დასახმარებლად. ნამდვილი პატივისცემა და თავმდაბლობა შეუმჩნეველია. ამიტომ არის ძნელი ასეთი ადამიანების პოვნა. სამაგიეროდ, როცა მათ შეხვდები, დარწმუნებული იყავი, რომ არასოდეს გიღალატებენ.
ისწავლეთ ადამიანის ცნობა, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ. თქვენი გამოცდილება კი შვილებს გადაეცით - მშობელზე უკეთეს რჩევას მათ არავინ მისცემთ.