"დედამთილმა მითხრა,ხომ ხედავ, ჩვენდა არ გვაქ საჭმელი, მაგი ბაღანა გავაშვილოთ, ერთი უკვე გყავს და იგი გაზარდეო" - 101 წლის ქსენია ბებოს საიდუმლო
 "დედამთილმა მითხრა,ხომ ხედავ, ჩვენდა არ გვაქ საჭმელი, მაგი ბაღანა გავაშვილოთ, ერთი უკვე გყავს და იგი გაზარდეო" - 101 წლის ქსენია ბებოს საიდუმლო
101 წლის წინ გურიაში, სოფელ ჯურუყვეთში, შობა თენდებოდა, ჭყონიების ოჯახში ქსენია ბებო რომ დაიბადა. შემდეგ ოჯახში კიდევ 6 ბავშვი გაჩნდა. ქსენია ბებოს მთელი სიცოცხლე სირცხვილ-ნამუსის სამსახურში თავი მიწიდან არ აუღია.

მოხუცს შვილთან ერთად ვესტუმრე. გახარებულმა ღუმელთან მიგვიპატიჟა, ის იყო, საუბარი უნდა წამომეწყო, რომ გარეთ გავიდა. მალე ვაშლებით სავსე ჯიბეებით შემოვიდა და ყველაზე დიდი ვაშლი ჩემს გოგონას გაუწოდა, მერე რძალს გასძახა, - ცავ, ჩურჩხელები გამოუტანე ბაღანასო და ღუმელთან ჩამოჯდა, ჩემი შვილი კალთაში ჩაისვა და თავისი დაღლილი თითებით მოეფერა - ნენა, ჩემი
ხნის ქვა არ გდია ჭალაში და ამიზა დამიჯერე, - ადამიანს ბაღანობისას თუ არ მიეფერე, დიდობაში ადამიანად არ ივარგებსო. მერე კი მკითხა: - რაიზა შეწუხდი, ჩემისთანა ბებერთან სტუმრობით, ხომ მშვიდობა გაქო.

- ამაზე დიდი მშვიდობა რა უნდა მქონდეს, 101 წლის ქალს გელაპარაკებით და სიცოცხლის იმედი მეძლევა...
- მასე ფიქრობ, ნენა? აბა, ჩემს თავზე წისქვილის ქვაი არ დატრიალებულა, დანარჩენი ყოლიფერი მოხდა!

- არ მომიყვებით?
- შიმშილობა და კაცის კვლა იყო. 42-ში ჩემი ქმარი ომში რომ წეიყვანეს და მომიკლეს, ბიჭზე ფეხმძიმედ ვიყავი. დედამთილმა მითხრა, - ხომ ხედავ, რა დროა, ჩვენდა არ გვაქ საჭმელი, მაგი ბაღანა გავაშვილოთ, ერთი ბიჭი უკვე გყავს და იგი გაზარდეო. გადავირიე, - მაგას არ ვიზამ-მეთქი!
მამამთილმა დამამშვიდა, - შენ ნუ გეშინია, ხუთი ტყუპიც რომ გაგიჩნდეს, ყველას გავზრდით, ზოგს ნაფოტზე დავაწვენთ, ზოგს საწოლზე, ზოგს თივაზე, მარა მაინც ვუპატრონებთო. ჰოდა, ვუპატრონე. ახლა აგი ჩემი ბიჭი საცაა, 73 წლის გახდება, უფროსი ბიჭი მომიკვდა... ახლა უმცროსია სულს რომ მინარჩუნებს. მაგი და მაგის ცოლი პატარა ბაღანასავით მიზიდავენ ჯიბით კამფეტებს. მე კამფეტი რად მინდა. შვილთაშვილებს ვუნახავ. ახლა შვილთაშვილებიზა დევიჭერ თოხს და ვთოხნი ბახჩას. მეჩხუბება ჩემი ბიჭი, - დაჯექი, ნენა, ხალხი რას იტყვის, 100 წლის დედას ამუშავებსო! ვეუბნები, ასი წლის იმიზა მევიყარე, რომ აგი თოხი მიჭირავს ხელში-მეთქი! წელს კვახები მევიყვანე იმფერი, თითო 7-8 კილოს იწონიდა.

- ასეთი მშრომელი რომ ყოფილხართ, იმიტომაც შეEძელით მარტომ შვილების გაზრდა.
- დედა იმიზაა, შვილი გაზარდოს. თვარა ნაშიერის გაჩენა ყოლიფერს შეუძლია. მწარე დრო გევიარე, მარა მიწა მომეხმარა. ახლა რომ ხალხი მიწას ზედ არ უყურებს, მიკვირს. მე დევირჩინე იმ დროში თავი და ახლა რაფერ ვერ უნდა იცხოვროს კაცმა! თუ გაჭირდა, 101 წლის მოლაზონი (ღრმად მოხუცებული - ავტ.) გევიტან თავს. ჩემს დროში გურიაში ბრინჯს და ბამბასაც კი თესავდა ხალხი, ოღონდ გაეყიდა. მე ცოცხს ვთესავდი. ცოცხი ყოველთვის საჭიროა...
ალიონიდან დაღამებამდე ჩემი მუხლი არ ჩაიხრებოდა. საღამოს დევიდებდი სიმინდის ტომარას მხარზე და მივდიოდი ტყე-ტყე წისქვილში. მეტყოდნენ - ან ნადირის არ გეშინია, ან კაცისო? შვილების შიმშილზე მეტად რისი უნდა შემშინებოდა?!

გაგრძელება
22882
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
mari
0
აი ადამიანი და ტავისი წარსულიტ....არაფრის არ ესჰინოდა და არც ახლა სიკვდილის სჰეესჰინება ოირნატლად წარსდგება გმერტის წინასჰეე...ტავისი მოვალეობა ჰვილების წინასჰე მოიხადა და აგრდზელებს სიცოცხლეს ხალისიტ ...გაიხარე ბებო სამაგალიტო ხარ კველასატვის...გმერტმა დიდხანს გაცოცხლოს
12:20 / 06-08-2015
ლამარა
0
ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს საყვარელო ადამიანო!შრომამ შექმნა ადამიანი,ვისაც შრომა უყვარს მშიერი არ მოკვდება, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ ახალგაზრდები ქალაქისკენ გარბიან რათა მიწას აარიდონ თავი,მოხუცებს შეატოვეს ადგილ-მამული და მათ ნაამაგარს ეზიდებიან ქალაქში.......
23:45 / 05-08-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი