მამა პაისი ათონელის დარიგებები ცოლ-ქმარს
 მამა პაისი ათონელის დარიგებები ცოლ-ქმარს
მამა პაისი ათონელი უამრავ წერილს ღებულობდა. განსაცდელით გატანჯული ხალხი მისგან რჩევას, ნუგეშს ელოდა. უამრავი სტუმარი მიდიოდა მის სენაკში. მათი საუბრებიდან ღირსი მამა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ სოფელს ძირითადად სამი რამ ტანჯავს: კიბო, ნერვული აშლილობა და ოჯახური უთანხმოება, რომელიც ხშირად გაყრამდეც მიდის. რატომ ებრძვის ეშმაკი ქრისტიანულ ოჯახს? ალბათ იმიტომ, რომ მცირე ეკლესიაა და თავი მისი ქრისტეა. ამიტომაც მნიშვნელოვანია მამა პაისის დარიგებანი, რომლებიც ცოლქმრულ ურთიერთობებს ეხება.

ერთმა კაცმა მკითხა: მამაო, რა აერთებს ცოლ-ქმარს ყველაზე მეტად? მადლიერება, პატივისცემა-მეთქი, ვუპასუხე. ერთ ადამიანს უყვარს
მეორე იმის გამო, რასაც ის ჩუქნის. ცოლი ქმარს ჩუქნის ერთგულებას, მორჩილებას, სჯერა მისი. ქმარი კი ცოლს არწმუნებს, რომ იგი მისი მფარველია. ქალი დიასახლისია და მთავარი მსახური მისი, ხოლო ქმარი - მმართველი სახლისა და მისი ტვირთის მტვირთველი.

მამა პაისის შეეკითხნენ, როგორ მოიქცეს ქალი, თუ ქმარმა უღალატაო. ამაზე წმინდა მამამ მიუგო: უთხარი მას, რომ დაითმინოს, რამდენადაც შეუძლია, ილოცოს მასზე და კეთილად მოექცეს. დაე, დაიცადოს და ქორწინებას თვითონ ნუ დაარღვევს. ერთი კაცი ცოლს აგდებით ექცეოდა, სცემდა და ლანძღავდა, ის კი ყველაფერს მოთმინებით და სიკეთით იტანდა. ქალი ახალგაზრდა გარდაიცვალა. როცა რამდენიმე წლის შემდეგ მისი საფლავი გახსნეს, ყველამ იგრძნო კეთილსურნელება მის ძვალთაგან (საბერძნეთში მიცვალებულთა საფლავს გარდაცვალებიდან 3-4 წლის შემდეგ ხსნიან)...
ხედავთ, ამ ცხოვრებაში ეს ქალი ყველაფერს დაითმენდა და განმართლდა სხვა ცხოვრებაში.

ოჯახები დღეს არაფრის გამო იშლება.. და აი, იღუპებიან საცოდავი ბავშვები (ასეთი ოჯახების შვილები - კ.კ.) მათ შორის ვინც მგრძნობიარეა და ვერ ითმენს მოწეულ უბედურებას, სასო წარეკვეთება. ზოგიერთი მათგანი თავსაც კი იკლავს. ზოგიც, რომ დაივიწყოს განსაცდელი, იწყებს სმას. მესამენი კი ნარკოტიკებს გადაეკიდებიან... რამდენი ნარკოტიკების მიმღები ახალგაზრდა იყო გასულ ზაფხულს ჩემს კალივაში. ამ საცოდავების უმეტესობა დანგრეული ოჯახის შვილია. მათ ხომ შორიდანაც ცნობ. ჩემი კალივის ახლოს დგას ლუქუმით სავსე ქილა. როცა ასეთი ოჯახის შვილები მოდიან, იღებენ ქილიდან ლუქუმის ნატეხს და იწყებენ ჭამას. ამ დროს გამოვდივარ მე კალივიდან. დამინახავენ და შეჭმულიც არა აქვთ ტკბილეული, ჩემკენ გამორბიან, საამბოროდ. ხელები ლუქუმის შაქრის მტვრით აქვთ დასვრილი... ეს ბავშვები მოკლებულნი არიან სიყვარულსა და ალერსს. მათთვის არანაირი გასხვავება არა აქვს, მშობლები ჰყავთ თუ არა ჰყავთ, მამა მოდის სახლში თუ არ მოდის, ცხოვრობს მათთან თუ არ ცხოვრობს - ამ საცოდავთათვის არაფერი იცვლება.

სრული ვერსია
15511
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
111
0
კი იგივეს უპასუხებდა.შენდობა ქრისტიანული მორალია,მაგრამ კაცი არ დაუჯერებს.
09:34 / 25-02-2015
კატუშა
1
"როგორ მოიქცეს ქალი, თუ ქმარმა უღალატაო. ამაზე წმინდა მამამ მიუგო: უთხარი მას, რომ დაითმინოს, რამდენადაც შეუძლია, ილოცოს მასზე და კეთილად მოექცეს. დაე, დაიცადოს და ქორწინებას თვითონ ნუ დაარღვევს." – საინტერესოა, იგივეს თუ უპასუხებდა მამაო, ეს კითხვა პირიქით კაცზე რომ დაესვათ?
14:40 / 19-02-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი