"თუ გინდათ, თქვენმა შვილებმა იკითხონ წიგნები, თქვენც უნდა გიყვარდეთ კითხვა"
"თუ გინდათ, თქვენმა შვილებმა იკითხონ წიგნები, თქვენც უნდა გიყვარდეთ კითხვა"
დათო ტურაშვილი, ჩვენთვის კარგად ცნობილი, ქართველი მწერალი და დრამატურგია. მან არაერთი სიუჟეტის გმირებად გვაქცია. მისი ნამუშევრებია: ,,ჯგრაგი," ,,კატმანდუ," ,,ტიბეტი არ არის შორს," ,,შავი კეტები," ,,იყო და არა იყო რა," ,,ტყეების მეფე," ,,გურჯი ხათუნი", "ჯინსების თაობა" და სხვა.

- როგორი ბავშვი იყავით?
- სახლში პატარაობიდანვე მეძახდნენ უკუღრმართს... კარგა ხანს მეგონა, რომ ეს ხდებოდა ჩემი სიცელქისა და მოუსვენარი ხასიათის გამო. როცა წამოვიზარდე აღმოვაჩინე, რომ მართლა უკუღმა ვარ დაბადებული. მერე იმასაც მივხვდი, რომ მრავალი რამ განმასხვავებდა სხვებისგან.
- ვინ ან რამ მოახდინა თქვენზე
საბედისწერო გავლენა?

- მრავალი გამოჩენილი ქართველის ბიოგრაფიაში ეწერა და წერია ასეთი დეტალი: ,,სწავლა და წიგნის სიყვარული დედამ შეყვარა." ჩემს შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი როლი მამამ იკისრა. როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი კითხვა, მამაჩემი მიკითხავდა წიგნებს. დედაჩემს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა აკვიატებული, რომ მე მწერალი უნდა გამოვსულიყავი. იმის მიუხედავად, რომ მაშინ სულ სხვა პროფესიებს ურჩევდნენ მშობლები შვილებს. წიგნებიდან, რომელსაც მამა მიკითხავდა, ყველაზე კარგად მახსოვს ასტრიდ ლინდგრენის ,,მაწანწალა რასმუსი," ხოლო იმ ნაწარმოებებიდან, რომელიც თავად წავიკითხე, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მარკ ტვენის ,,ტომ სოიერმა." თუმცა, მოგვიანებით ,,ჰერკბელი ფინის თავგადასავალი" უფრო მომეწონა.
- რა იყო თქვენი პირველი, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა?
- კარგად მახსოვს ის დღე, როცა ანბანის სწავლა დავიწყე და ასოების
სამყარო აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ რაღაც საოცრებას მივაგენი.
- რა ასაკში შექმენით პირველი ნაწარმოები და რამ გიბიძგათ ამისკენ?
- პირველი მოთხრობა დაახლოებით ათი წლისამ დავწერე. მასში მოქმედება პალერმოში, სიცილის ქალაქში, მიმდინარეობდა. იქ ღარიბი ხალხი ცხოვრობდა. აღარ მახსოვს რა იყო შთაგონების წყარო.
- ყველაზე ხშირად რას გეკითხებიან?
- რა უნდა გააკეთონ, რომ შვილს წიგნის კითხვა შეაყვარონ. მე ყოველთვის ვპასუხობ, რომ თავად უნდა იკითხონ ლიტერატურა. ბავშვის უპირველესი მისაბაძი გარემო, რა თქმა უნდა, ის ოჯახია სადაც იზრდება, და თუ მამას ყოველთვის ყანწით ხელში ხედავს და არასდროს - წიგნით, რა საკვირველია, ნაკლები შანსია, რომ კითხვით დაინტერესდეს.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, საქართველოში დედები აყვარებენ შვილებს წიგნს, რადგან ამ დროს მამები ან საქეიფოდ არიან წასულები, ან - სხვა ქალებთან.
გაგრძელება
2935
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
tia
0
კითხვა ძალიან მიყვარს, ჩემი შვილები ხშირად მხედავენ წიგნით ხელში, სახლშიც ბევრი წიგნი მაქვს ახალი თუ ძველი ნაყიდი. ბავშვების ასაკის შესაბამის თანამედროვე გამოცემებსაც ხშირად ვყიდულობ, მაგრამ არ გამომდის არაფერი,რაგა გავაკეთო მართლა აგარ ვიცი
23:17 / 03-04-2015
0
კარგო ადამიანო :*
14:04 / 26-02-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი