ყოველთვის საკუთარი თავით დაიწყე - ბრძნული იგავი - მშობლები

ყოველთვის საკუთარი თავით დაიწყე - ბრძნული იგავი

2015-02-28 17:11:36+04:00

ერთი ოჯახური წყვილი ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად ერთი ოჯახური წყვილი ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ის-ის იყო გაიღვიძა ქალმა, ფანჯრიდან გაიხედა და მეზობელი დაინახა, რომელიც სარეცხს ფენდა.

- შეხედე, რა ჭუჭყიანი სარეცხი აქვს, - უთხრა ქმარს.

კაცი გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია.

- ალბათ, ცუდი ფხვნილი აქვს ან რეცხვა არ იცის. უნდა ვასწავლო ერთი.

და ასე იყო ყოველ ჯერზე: როცა მეზობელი ქალი სარეცხს ფენდა, ახალმობინადრე გაოცებას ვერ მალავდა, რა ჭუჭყიანს ფენსო.

ერთ მშვენიერ დილასაც, ფანჯრიდან გაიხედა და წამოიძახა:

- ვა! დღეს რა სუფთა თეთრეული აქვს! ეტყობა, ისწავლა რეცხვა!

- სულაც არა, - უპასუხა ქმარმა, - უბრალოდ, დღეს ადრე ავდექი და ფანჯრები გავწმინდე.