"სექსუალურობა მხოლოდ შვილთაჩენისთვის არ აკურთხა უფალმა, იგი ღვთის საჩუქარია"
"სექსუალურობა მხოლოდ შვილთაჩენისთვის არ აკურთხა უფალმა, იგი ღვთის საჩუქარია"
ბერი ერმოლაოსი წერს: "ჩემო კეთილო მეგობრებო! გავკადნიერდები და ჩვენს საზოგადოებაში თითქმის ტაბუდადებულ თემას – სექსუალურობის საკითხს შევეხები. ვიცი ბევრი კონსერვატორულად განწყობილი ადამიანის რისხვას დავიმსახურებ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის არარსებობამ ბევრი ქართული ოჯახი დანგრევის პირამდე მიიყვანა. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, თითქოს მე ამ პოსტით უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების დეკლარირებას ვცდილობდე. მე თქვენდამი სიყვარულმა მაიძულა გამომეთქვა ჩემი აზრი ამ თემაზე, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
სექსუალურობა ღვთის საჩუქარია! სექსი ქორწინების საიდუმლოთი გაცისკროვნებული ცოლ-ქმრისთვის ღვთისგან ნაკურთხი
ნუგეშია. ის, რომ ღმერთმა შექმნა ორი სხვადასხვა სქესის ადამიანი, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამ მოსაზრებას. როგორც მამას უხარია, როცა ბავშვი მისგან ნაჩუქარი საჩუქრით ხარობს, ისე უფალს უხარია, როცა ცოლი და ქმარი ღვთისგან ნაკურთხი სექსუალურობით ხარობენ.
არის მოსაზრება, რომ სექსუალურობა მხოლო შვილთაჩენისთვის აკურთხა უფალმა, მაგრამ ეს უდიდესი შეცდომაა! ეს ასე რომ იყოს მაშინ ყოველი სექსუალური აქტის მერე უნდა ისახებოდნენ ბავშვები და უშვილო ოჯახები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის და სწორედ იმიტომ, რომ სექსუალურობა, უპირველეს ყოვლისა, ღვთისგან ნაკურთხია, როგორც ცხონების ერთერთი საშუალება! ცოლქმრის სექსი არ არის მრუშობა, რადგან დაქორწინებულთა სარეცელი ნაკურთხია! მრუშობაა სექსი ქორწინების გარეშე! და ისიც არა იმიტომ რომ თავად სექსია რაიმე საძრახისი, არამედ
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქორწინების გარეშე სექსი მიმართულია სიყვარულის წინააღმდეგ! ხოლო რაც სიყვარულის წინააღმდეგ არის მიმართული ყველაფერი ცოდვაა!!! მოციქული პავლე ამბობს, რომ "ცოლის სხეული ქმარს ეკუთვნის, ხოლო ქმრის სხეული ცოლს" რაც ქორწინებაში სექსის ნაკურთხობის პირდაპირი დადასტურებაა! ამიტომ ცოდვაა სწორედ მეუღლის სექსუალური უფლების შეზღუდვა და შელახვა! უფალმა ცოლ-ქმარი აკურთხა, რომ "ორნი გახდნენ ერთი", რითაც დაქორწინებულთა სექსი სულიერ საიდუმლოთა რანგში აიყვანა და ნებისმიერი მცდელობა ამ კურთხევის შეზღუდვის ან რეგლამენტირებისა სახარების სწავლების წინააღმდეგ არის მიმართული.

გაგძელება
14781
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ანა
0
და სადაა აქ წახალისება? ეს ქართველი კაცები ადეკვატურობას სრულიად მოკლებულები როგორ ხართ (ყველას არ ვგულისხმობ, შენნაირებს). წაკითხულის შინაარსი გამოიტანე
23:17 / 21-03-2015
ქ.ქ
0
სადაა წახალისება?
12:05 / 11-03-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი