ყოველ ჯერზე, როცა ახალგაზრდა ვერ შეძლებდა სიბრაზის შეკავებას, მას ერთი ლურსმანი უნდა ჩაეჭედებინა ხის ძელზე იყო ერთი ძალზე ემოციური და თავშეუკავებელი ახალგაზრდა, რომელიც ადვილად ბრაზდებოდა ხოლმე და შემდეგ საშინელი სიტყვებით ილანძღებოდა.
ერთხელ მამამისმა ის ასე დასაჯა: ყოველ ჯერზე, როცა ახალგაზრდა ვერ შეძლებდა სიბრაზის შეკავებას, მას ერთი ლურსმანი უნდა ჩაეჭედებინა ხის ძელზე.
პირველივე დღეს ძელზე გაჩნდა რამოდენიმე ათეული ლურსმანი. ასე გაგრძელდა რამოდენიმე დღე, მაგრამ მერე ახალგაზრდას მობეზრდა რა ხშირ-ხშირად ძელზე ლურსმნის მიჭედება, თანდათანობით აიძულა თავი გაეკონტროლებინა საკუთარი ემოციები და შესაბამისად ყოველდღიურად დაიწყო კლება ძელზე მიჭედებული ლურსმნების რაოდენობამაც.
და ბოლოს დადგა დღე, რომლის განმავლობაშიც ახალგაზრდა ერთხელაც არ გამოსულა წონასწორობიდან და ერთხელაც არ უთქვამს ვინმესთვის აუგი. მაშინ მამამისმა ახალი დავალება მისცა: ყოველდღე, როცა ის შეძლებდა თავის შეკავებას, ძელიდან უნდა ამოეძვრინა ერთი ლურსმანი.
დღე დღეს მისდევდა და ძელზე ლურსმნების რაოდენობა კლებულობდა. ერთხელ კი დადგა დღე, როცა მასზე არც ერთი ლურსმანი არ დარჩა. მაშინ მამამ მიიყვანა ის ძელთან და უთხრა:
– შენ ბრწყინვალედ გაართვი თავი ამოცანას, მაგრამ დააკვირდი რამდენი ნახვრეტი დარჩა ძელზე. ამ ძელის ზედაპირი არასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. როცა შენ ადამიანზე ბრაზობ და მას სალანძღავ სიტყვებს ეუბნები, ეს სიტყვები ლურსმნებივით ესობა მის გულს და შემდეგ რომც მოინანიო და ბოდიში მოუხადო, იარები მაინც რჩება. ამიტომ ეცადე ყოველთვის აკონტროლო შენი ემოციები, საქციელი და სიტყვები.
აღმოსავლური სიბრძნე