არასდროს შეურაცხყოთ თქვენი შვილის ადამიანური ღირსება 1. არ დაგავიწყდეთ, თქვენს შვილს დაბადებიდანვე უთხრათ ხოლმე "მადლობა" და "თუ შეიძლება".
2. ბავშვს ლაპარაკს ნუ შეაწყვეტინებთ.
3. პატივი ეცით მის მეგობრებს.
4. არასდროს შეურაცხყოთ თქვენი შვილის ადამიანური ღირსება.
5. ბავშვებთან ნუ განიხილავთ სხვა ადამიანებს, განსაკუთრებით, თუ თქვენი შეფასებები ნეგატიურია.
6. წვრილმანების გამო ნუ აძლევთ დაუსრულებელ შენიშვნებს, განსაკუთრებით – სხვების თანდასწრებით.
7. ნუ ტანჯავთ ბავშვს ("მიესალმე დეიდას"), თუ ის გეწინააღმდეგებათ.
8. ნუ დაგავიწყდებათ, ბავშვი თქვენს მეგობრებს წარუდგინოთ და საერთოდაც, მას თავიდანვე ისე უნდა მოექცეთ, როგორც სრულყოფილ ადამიანს.
9. თუ თავად არ სურს, ნუ ითხოვთ ბავშვისგან, რომ თქვენი გულის გასახარად და თავის მოსაწონებლად გამოავლინოს სხვებთან თავისი "ნიჭები".
10. ბავშვს მშვიდად და ალერსიანად მხოლოდ მაშინ ნუ ელაპარაკებით, როცა სტუმრები მოდიან.
11. შეაფასეთ არა ბავშვი, არამედ მისი ქმედებები. ნაცვლად ამისა: "ნუ ჭამ ღორივით", უთხარით: "არ არის ლამაზი, როცა საჭმელი მაგიდაზე არის მოყრილი და გაგლესილი".
12. მისდიეთ წესს: "ერთი კომპლიმენტი სამ შენიშვნაზე უფრო ქმედითია".