როცა ბიჭუნა პატარა იყო, ადამიანები ამბობდნენ: - ამ ბიჭს ძუნწი დედა ჰყავს როცა ბიჭუნა პატარა იყო, ადამიანები ამბობდნენ:
- ამ ბიჭს ძუნწი დედა ჰყავს: არასდროს აძლევს კანფეტსაც კი ისე, თუ მას შუაზე არ გაყოფს.
როცა ბიჭი გაიზარდა, ადამიანები ამბობდნენ:
- ამ ბიჭს ძალიან ბედნიერი დედა ჰყავს: ლუკმას პირს ისე არ დააკარებს, რომ დედამისს არ გაუყოს შუაზე.