განათლება კარგ ადამიანს აკეთილშობილებს, ხოლო ცუდს უარესად აქცევს - 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
განათლება კარგ ადამიანს აკეთილშობილებს, ხოლო ცუდს უარესად აქცევს - 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
არ არის იმის მტკიცება საჭირო, რომ განათლება ყველაზე დიდი მადლია ადამიანებისათვის. განათლების გარეშე ადამიანები უხეშები, ღარიბები და უბედურები არიან.
ნიკოლაი ჩერნიშევსკი

აღზრდა, რამდენადაც ეს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული, არის ქვეყნად არსებული ყოველგვარი კეთილისა და ბოროტების, ბედნიერებისა და უბედურების უპირველესი წყარო.
რობერტ ოუენი

განათლება აქარწყლებს ან ასუსტებს სიკვდილისა და დუხჭირი ბედის წინაშე ბრძოლას, რაც ყველაზე დიდი დაბრკოლებაა სათნოებისაკენ მიმავალ გზაზე და ადამიანის ქცევას ამახინჯებს.
ფრანსის ბეკონი

განათლება ადამიანს ღირსებას მატებს, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ ის მონობისთვის დაბადებული არ
არის.
დენი დიდრო

განათლება - აი, გზა ბედნიერებისაკენ.
ბესარიონ ბელინსკი

განათლება კარგ ადამიანს აკეთილშობილებს, ხოლო ცუდს უარესად აქცევს.
თომას ფულერი

განათლება - ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს.
იაკობ გოგებაშვილი

განათლება - საგანძურია, შრომა კი - მისი გასაღები.
პიერ ბუასტი

განათლებული ადამიანი მუდამ მაღლდება გონებაში და შორსმჭვრეტელობაში, გაუნათლებელი ადამიანი კი მუდამ ქვევით ეშვება უვიცობასა და სიბილწეში.
ჩინური სიბრძნე

განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც მკვდა­რსა და ცოცხალს შორის.
არისტოტელე

განათლებულ ხალხებს უმეტესწილად კარგი გემოვნება აქვთ, ვინაიდან განათლება ბუნებასთან აახლოებს ადამიანებს.
ჯაკომო ლეოპარდი

გსურთ აღმოფხვრათ დანაშაულებანი? გაავრცელეთ
ხალხში განათლება.
ვიქტორ ჰიუგო

რაში მდგომარეობს ჩვენი ხალხის ბედნიერება? მხოლოდ ერთს განათლებაში, რომ ჩვენი ხალხი ზნეობით ამაღლდეს!
აკაკი წერეთელი

როგორც პლანეტები და თანამგზავრები ეკუთვნიან მზეს, ასევე განათლება ინტელექტის ბუნებრივი საკუთრებაა. განათლებული ჩვეულებრივი ადამიანი ამბობს არა იმას, რასაც ფიქრობს, არამედ იმას, რასაც სხვები ფიქრობდნენ და აკეთებს არა იმას, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა, არამედ იმას, რაც სხვებისგან ისწავლა.
არტურ შოპენჰაუერი

საჭიროა ჭკვიანი, განათლებული ადამიანები, იმდენად, რამდენადაც ახლოვდება კაცობრიობის ლტოლვა უკეთესი ცხოვრებისაკენ, ამიტომ მათი რიცხვი უფრო გაიზრდება მანამ, სანამ ისინი უმრავლესობას არ შეადგენენ.
ანტონ ჩეხოვი

სკოლა ორპირი ხანჯალია; აუკეთესებს და ასპეტაკებს ხალხს, თუ იგი გონივრულად არის მოწყობილი; აუგუნურებს და აველურებს, თუ უკუღმართობის გზაზედ არის დაყენებული.
იაკობ გოგებაშვილი

ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას.
ილია ჭავჭავაძე

ცივილიზაციის წარმატება გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული.
ჰენრი ტომას ბოკლი

ცრუ სიბრძნე ბჟუტავს და ქრება გონების უკვდავი მზის წინაშე. გაუმარჯოს მზეს და გაქრეს წყვდიადი!
ალექსანდრ პუშკინი

წარმოსახვა ისეთნაირად აზვიადებს და ისე წარმოუდგენელ ფასსა სდებს ყოველგვარ წვრილმანს, რომ სულში სხვა რამისთვის აღარ გვიტოვებს ადგილს. მეორე მხრივ, თავისი ურცხვი თავხედობით უცნაურად აკნინებს და თავის ტოლფარდად წარმოგვიჩენს ყოველივე დიადს, როგორც, მაგალითად, ღმერთს.
ბლეზ პასკალი

კიდევ მეტი საინტერესო და საგულისხმო ფრაზა იხილეთ "სიბრძნის ენციკლოპედიაში", რომელიც 4 მაისიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

50453
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი