"ადამიანებად ჩვენ გვხდიან დედა და მამა, ადამიანურად კი - აღზრდა" - საოცარი გამონათქვამები აღზრდაზე
"ადამიანებად ჩვენ გვხდიან დედა და მამა, ადამიანურად კი - აღზრდა" - საოცარი გამონათქვამები აღზრდაზე
ადამიანებად ჩვენ გვხდიან დედა და მამა, ადამიანურად კი - აღზრდა.
კარლ ვებერი

ადამიანები მუდამ იქნებიან ისეთნი, როგორებადაც მათ ქალები ქმნიან, ამიტომ თუ თქვენ გსურთ შექმნათ დიადი და სათნო ადამიანები, შთააგონეთ ქალებს, თუ რა არის სიდიადე და სათნოება.
ჟან ჟაკ რუსო

ადამიანები მცენარეებივით არიან, თუ კარგი მოვლა არა აქვთ, ისინი კარგად არ იზრდებიან.
შარლ ლუი მონტესკიე

ადამიანის აღზრდა უნდა იწყებოდეს არა ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებით, არამედ აზროვნების შეცვლით და ხასიათის განმტკიცებით.
ონორე გაბრიელ მირაბო

არის სამი რამ, რომელიც უნდა განმტკიცდეს ბიჭებში და ყმაწვილებში:
მამაკაცის მოვალეობა, მამაკაცის პასუხისმგებლობა და მამაკაცის ღირსება.
ვასილი სუხომლინსკი

არ არსებობს იმ დონის სულელი ადამიანი, რომელიც კარგმა აღზრდამ უკეთესობისაკენ არ შეცვალოს.
ბესარიონ ბელინსკი

არაფერია ისე ძნელი, როგორც ცუდად აღზრდილი კაცის ხელახლა აღზრდა.
იან ამოს კომენსკი

აღზრდა, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, აღზრდის უქონლობა ყოველგვარი ბოროტების დედაა.
ალექსანდრ პუშკინი

აუცილებელი არ არის ადამიანისგან ფილოსოფოსი შექმნა, პირველ რიგში, მისგან ადამიანი უნდა აღიზარდოს.
ჟან ჟაკ რუსო

აღზრდა არის ხელოვნება, რომლის სრულყოფა მრავალ თაობაში მიმდინარეობს.
იმანუელ კანტი

აღზრდა არსებობის დასაწყისიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება.
პლატონი

აღზრდა - სინდისის საქმეა; განათლება - მეცნიერების. მოგვიანებით ადამიანში ჩადებული ეს ორი შემეცნების სახეობა ავსებენ ერთმანეთს.
ვიქტორ ჰიუგო

ახალდაბადებულები ყველგან ერთნაირად ტირიან, როცა ისინი
გაიზრდებიან, მათ
სხვადასხვა ჩვეულებები აღმოაჩნდებათ, ეს აღზრდის შედეგია.
უცნობი ავტორი

აღმზრდელი თვითონ უნდა იყოს ისეთი, როგორც მას სურს, რომ გაზარდოს აღსაზრდელი.
ვლადიმირ დალი

ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდის ადამიანისა.
ილია ჭავჭავაძე

გონიერსა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს.
შოთა რუსთაველი

დედაკაცი შვილების გაზრდით ფასდებაო.
ქართული ანდაზა

თუ ადამიანის აღზრდა ხელოვნებაა, მაშინ ადამიანს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ისე უნდა მოექცე.
ნოდარ დუმბაძე

თუ წყალი სათავეშივე აიმღვრა, ბოლომდინ მღვრიედ ივლის...
ილია ჭავჭავაძე

თქვენ ვერასოდეს ვერ შექმნით ბრძენებს, თუკი ბავშვებში სიცელქეს ჩაჰკლავთ.
ჟან ჟაკ რუსო

იმ წრეს, სადაც ბავშვი პირველ ხანიდანვე ტრიალებს, დიდი გავლენა აქვს მთელს ადამიანის მერმისზედ.
ილია ჭავჭავაძე

კარგი აღზრდა ის კი არ არის, რომ შენ არ დაგესხმება სუფრაზე საწებელა, არამედ ის, როცა მას არ შეიმჩნევ, თუ იგივე სხვას დაემართება.
ანტონ ჩეხოვი

მცდელობა, განებივრებით ბავშვს შეუქმნა ბედნიერი ცხოვრება, არაკეთილგონივრულია.
ვიქტორ ჰიუგო

ორი ძიძის ხელში ბავშვი დაიხრჩოო.
ქართული ანდაზა

რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ გარდაეცემის.
ნიკოლოზ ბარათაშვილი

როგორც დღეს, ისე მომავალში დედაკაცი უმთავრესად უნდა ემსახურებოდეს ოჯახს და შვილების აღზრდას. თუ ამას ღირსეულად შეასრულებს, დიდს, ძალიან დიდს საქმეს გააკეთებს, დიდს ამაგს დასდებს თავის ქვეყანას.
ვაჟა-ფშაველა

როდესაც აღზრდას აძლევთ ვაჟს, ამით თქვენ ანათლებთ ადამიანს, ქალიშვილის აღზრდით კი - ანათლებთ მთელ ოჯახს.
ჟიულ სიმონი

სწავლის გზა გრძელია, მაგალითის გზა კი მოკლეა და წარმატებული.
ლუციუს ანეუს სენეკა

უდიდესი შეცდომა აღზრდის ხელოვნებაში არის ის, რომ ახალგაზრდობას დამოუკიდებლად აზროვნებას არ აჩვევენ.
გოთჰოლდ ეფრაიმ ლესინგი

ქალიშვილის აღზრდა იგივეა, რაც საზოგადოების აღზრდა, რადგან საზოგადოება გამომდინარეობს ოჯახიდან, რომლის სული ქალია.
ჟიულ მიშლე

ცუდია ის აღმზრდელი, რომელსაც თავისი ბავშვობა არ ახსოვს.
მარი ფონ ებნერ-ეშენბახი

ხილთა მყნობა ბაღს ამშვენებს,
შვილთა აღზრდა დედ-მამასო.
ქართული ანდაზა

კიდევ მეტი საინტერესო და საგულისხმო ფრაზა იხილეთ "სიბრძნის ენციკლოპედიაში", რომელიც დღეიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.
45625
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
JamEruff
0
Antiobiotics And Keflex http://cheapcialisir.com - Cheap Cialis Lamotrigine Cialis Levaquin Et Amoxil
06:42 / 26-02-2020
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი