"რელიგია არ არის, შენ წირვას ისმენდე და გულში შენს მეზობელს განიკითხავდე..."
"რელიგია არ არის, შენ წირვას ისმენდე და გულში შენს მეზობელს განიკითხავდე..."
რელიგია არ არის, შენ წირვას ისმენდე და გულში შენს მეზობელს განიკითხავდე, რომელიც ჯერ კიდევ ლოგინში ტრიალებს. რელიგია არ არის, მიცვალებული მხოლოდ საგანგებო დღეებში რომ გახსენდება და გარშემო ყველა გაიგებს, შენი პანაშვიდის ისტორიას. რელიგია არ არის, კოჭებამდე კაბებით სიარული და მოკლე კაბიანების დაუმთავრებელი განკითხვა...
რელიგია არ არის, შენი სულიერი მოძღვრის გაფეტიშება და სხვა სასულიერო პირების გინება, ამ ქმედებით ქრისტეს ვაგინებთ... რელიგია არ არის, ხატების მორთვა ჰოლანდიური ვარდებით და სამათხოვროდ გაშვერილი ხელის შეუმჩნევლობა... რელიგია არ არის, მთის წვერზე ყველას
დასანახად ტაძრის შენება და საკუთარი ოჯახის წევრის სახლიდან გაგდება... რელიგია არ არის, შენი აუტანელი ხასიათის გამართლების მიზნით, შენთვის მიუღებელი შეხედულებების გმობა... რელიგია არ არის, გადაშლილი ლოცვანის ყურება და სხვისი წარმატებით გაბოროტებული გამოხედვა... რელიგია არც უსაქმურების თავშესაფარია და არც არშემდგარი ადამიანების ერთობლიობა, რელიგია საკუთარი თავის შეცნობაა...
/მამა პეტრე/
3067
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
mara
0
ჭეშმარიტებაა.
01:49 / 22-06-2015
ქრისტიანი
0
ეს ფოტო ძველი გაDაღებულია, მცხეთის ხვთისმშობლის ეკლესიაა,სამწუხაროდ დაკეტილია :(
08:35 / 12-06-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი