რომელ ხატს რა უნდა ვევედროთ - როცა ადამიანი ხატთაყვანისმცემელს ემსგავსება
რომელ ხატს რა უნდა ვევედროთ - როცა ადამიანი ხატთაყვანისმცემელს ემსგავსება
ხშირად ადამიანები იმ ხატს ვევედრებით, რომელზეც ვიცით, რომ ჩვენს ჩანაფიქრსა და თხოვნას შეისმენს.
რადგან ასე გვსმენია, თუმცა როგორც "ამბები.გე"-სთან საუბარში ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ამბობს, ამ დროს ადამიანი ხატთაყვანისმცემელს ემსგავსება, სათხოვარის მიხედვით კი წმინდანისა და ხატის დაყოფა მიუღებელია.

- არ მინდა ვინმეს ხატმებრძოლეობის წრეში ვეგონო და თითქოს ვინმეს განვიკითხავ, მაგრამ რაზეც წარმართები ჩვენ განგვიკითხავდნენ, რომ ქრისტიანები ხატთაყვანისმცემლები არიანო, დღეს ძალიან ბევრი ქრისტიანი ამ ხატთაყვანისცმლობაშია უნებურად გადასული. ასეთი სწავლება რუსეთის ეკლესიიდან გაჩნდა.

მაგალითად, წმინდა ნიკოლოზს ოჯახური კეთილდღეობისთვის
ევედრებიან, სპირიოდონ ტრიუმფუნტელს კი მატერიალური სიდუხჭირის ჟამს. რა თქმა უნდა, თუ გწამს, რომ შეუსმელი ბარძიმი ნარკოტიკებისგან და ლოთობისგან განგკურნავს, ძალიან კარგია, მაგრამ რომ ვერ განკგურნოს? ხომ შეიძლება ამის გამო ადამიანი დაბრკოლდეს? უხერხულია, როცა ადამიანი სტომატოლოგთან არ მიდის და კბილის დაამებას წმინდანს ევედრება. შეიძლება რომ ქირურგიული ოპერაცია რომელიმე წმინდანმა ჩაგვიტაროს? წმინდანი შეიძლება ოპერაციის დროს დაგვეხმაროს.

უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდანია უფლის წინაშე მეოხი და არა ხატი. ღვთისმშობლის მილიონობით ხატი არსებობს, მაგრამ ერთი ღვთისმშობელია. არის მაგალითად ყაზანის, ივერიის ღვთისმშობლის ხატები, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე ღვთისმშობელია.

- მსგავსი დამოკიდებულებაა სალოცავების მიმართ, როცა რომელიმე სალოცავს ჩანაფიქრის ასრულებას ვევედრებით.

- ადამიანს თუ რწმენა არ აქვს, მაშინ ამის გაკეთებას რა მნიშვნელობა
აქვს? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული სალოცავში გულით ილოცებ თუ არა. თუ წარმართულად ზურგაკიდებული ცხვრით მიდიხარ, შემოატარებ და დაკლავ, ეს სალოცავის სიძლიერეა თუ შენი წარმართული მდგომარეობის? ადამიანის რწმენა ძლიერი უნდა იყოს.
იხილეთ გაგრძელება
2486
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი