უნდა გიყვარდეს, როცა დიათეზი აქვს, კოლიკები, კანი ექერცლება ის უნდა გიყვარდეს, როცა წითელია, დამანჭული და სველი. როცა იკლაკნება და ფეხებს გირტყამს. როცა ძუძუს არ იდებს პირში, მატყუარას ისვრის და ბოთლს იცილებს. როცა უაზროდ ყვირის. როცა ხელში არ იძინებს... როცა ზედიზედ 10 საათს არ სძინავს... როცა საჭიროა, სულ ხელში გეჭიროს და იარო, იარო, იარო.
უნდა გიყვარდეს, როცა დიათეზი აქვს, კოლიკები, კანი ექერცლება და დორბლი ჩამოსდის. როცა პამპერსი მოეღრიცება და სულ გადაეგლისება ტაკუცები, საწოლი...
უნდა გიყვარდეს, ისეთი, როგორიც არის ფოტოებზე, როცა ლამაზად იღიმის და ლოყები უღაჟღაჟებს, მამის ცხვირი აქვს და დედის თვალები.
გიყვარდეს იმის გამო, რომ ის არის, რომ უჩვენოდ არ შეუძლია. გიყვარდეს ისე, არაფრის გამო. გაიქცე მის პირველ ძახილზე, ატარო ხელით, მოეფერო მუცელზე, დაუკოცნო ფეხის გულები. რომ იცოდეს, რომ ეჭვი არ შეეპაროს, რომ ახსოვდეს... იმიტომ, რომ თუ ჩვენ არა, მაშ ვინ სხვა?..