"შუბლზე რაც გაწერია, იმას ვერ წაუხვალ, ეს შენი ბედია და ალბათ, ასე იყო საჭირო" შუბლზე რაც გაწერია, იმას ვერ წაუხვალ, ეს შენი ბედია და ალბათ, ასე იყო საჭირო, - ხშირად მოისმენთ ამ ფრაზებს ადამიანებისგან, რომელთაც ბედის არსებობის სჯერათ. როგორც ეკლესიური სწავლება ქადაგებს, ბედი და ბედისწერა არ არსებობს და ადამიანი იმას მოიმკის, რასაც დასთესს. ამ საკითხზე ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი გვესაუბრება.
- ხალხში გავრცელებულია ტერმინი ბედი და ბედისწერა, რომელთა შორის არანაირი განსხვავება არააა, სინამდვილეში კი არავის ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი არ ხდება. ეკლესიური სწავლებით არსებობს ღვთის ნება, ღვთის დაშვება და ღვთის განგებულება. სწორედ ღვთის ნება იყო, რომ ღმერთმა გამოარჩია აბრაამი და უთხრა, რომ შვილი ისააკი, მისთვის მსხვერპლად შეეწირა. ღვთის განგებულებით, იოსებს თავისი ძმები ეგვიპტეში გაყიდიან, რადგან ისრაელის ერი წარმოიშვას ეგვიპიტის მონობაში. რაც შეეხება ღვთის დაშვებას, ეს იყო მაშინ, როცა მართალ იობზე ღმერთმა განსაცდელები დაუშვა, ამ შემთხვევაში ამ ქმედებებს ხალხი ბედს და ბედისწერას უწოდებს, რაც არასწორია.
-გამოდის, რომ ხალხში გავრცელებული აზრი, რომ ჩვენი ბედი წინასწარ არის დაწერილი, არასწორია?
-თუ ბედი წინასწარ არის დაწერილი, მაშინ ღმერთი გამოდის ბოროტმოქმედი ბედის მწერალი, ზოგს უბედურება დაუწერა, ზოგს სიკვდილი, ზოგს ბედნიერება და ა.შ. უბრალოდ ღმერთმა წინასწარ იცის რა გველოდება, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში არ ერევა. კაცობრიობას რა ელოდება, ეს ყველაფერი იოანეს გამოცხადებაში წინასწარ წერია, რასაც აპოკალიფსი ჰქვია, მაგრამ ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში არ ერევა, მან იცის, რომ ადამიანი თავისი ქმედებიდან გამომდინარე მოხვდება იმ ადგილას, რის შესახებაც უფალს აქვს აღწერილი, მაგალითად როცა ვხედავთ, რომ ნასვამი მძღოლი მანქანას არეულად ატარებს, ძნელი არ არის მიხვდე, რომ ის სადმე გადაიჩეხება, მაგრამ ღმერთი მას ხომ აფრთხილებს, შენიშვნას აძლევს, თუმცა მძლავრად არავის ცხოვრებაში არ ერევა იმიტომ, რომ თუ ის ასე მოიქცა, მაშინ ადამიანის თავისუფალი ნება იკარგება, რაც დიდი შეურაცხყოფაა თავად ღმერთისა და ქმნილების.
თუ ადამიანი 24 საათი სასმელს სვამს ან თამბაქოს ეწევა, შეიძლება სამწუხაროდ მალე გარდაიცვალოს ან დაავადდეს და როცა ადამიანს ასეთი სულელური ქმედების შემდეგ რამე სნეულება შეხვდება, მე მგონი ჩვენი მხრიდან ძალინ დიდი უგუნურება იქნება ვთქვათ, რომ ღმერთმა ის დასაჯა.
წაიკითხეთ ასევე: გადადის თუ არა წინაპართა ცოდვა შთამომავლობაზე
- ანუ ადამიანს საკუთარი ბედისწერა შუბლზე არ აწერია?
-რა თქმა უნდა, არ აწერია, მაგრამ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, თუმცა თუ ადამიანი ღვთის ნებას არ ემორჩილება, უკონტროლო მაინც არ ხდება გაგრძელება