გადახედეთ ამ პუნქტებს და ისწავლეთ ბრძენი მშობლებისგან გადახედეთ ამ პუნქტებს და ისწავლეთ ბრძენი მშობლებისგან:
* ჩვეულებრივი მშობელი მიიჩნევს, რომ მთელი თავისი თავისუფალი დრო უნდა დაუთმოს ბავშვს. იგი თავის ინტერესებს მეორე ადგილზე აყენებს. ბრძენი მშობელი ზრუნავს თავის თავზეც და საკუთარი მაგალითით ასწავლის ბავშვებს, როგორ იზრუნონ სხვებზეც და საკუთარ თავზე.
* ჩვეულებრივ მშობელს აქვს დანაშაულის გრძნობა შვილის მიმართ. იგი თვლის, რომ შეეძლო მისთვის უფრო მეტის გაკეთება, გამოეჩინა უფრო მეტი ყურადღება. ბრძენი მშობელი მა მეტ დამოუკიდებლობას აძლევს და თავს არ იტანჯავს იმაზე ფიქრით, რა სწორია და რა არა. ის მიჰყვება დროს, მოვლენებს და ცდილობს, მოიქცეს სწორად ამა თუ იმ სიტუაციაში.
* ჩვეულებრივი მშობელი გადაჭარბებულად ზრუნავს და იცავს თავის შვილს, ყველაფერს მის მაგივრად აკეთებს. ბრძენი მშობელი უფლებას აძლევს შვილს, დაუშვას შეცდომები და შემდეგ მასთან ერთად განიხილოს, თუ როგორ ჯობდა მოქცეულიყო ამა თუ იმ სიტუაციაში.
* ჩვეულებრივი მშობელი მთელ საღამოს შვილის საშინაო დავალების რვეულთან ატარებს. ბრძენი მშობელი ასწავლის ბავშვს პასუხისმგებლობის აღებას დავალების შესრულებისა თუ შეუსრულებლობის დროს, ასევე მის შედეგებზე.
* ჩვეულებრივი მშობელი მას შემდეგ, რაც შვილის ცუდ საქციელს წააწყდება, ცდილობს აღმოფხვრას ქცევა ისე, რომ ამ ქცევის გამომწვევ მიზეზს არ ეძებს. ბრძენი მშობელი უსმენს ბავშვს, უკვირდება, თუ რა არარეალიზებული მოთხოვნა დგას მისი ”პრობლემური” სიტყვისა თუ საქციელის უკან.
* ჩვეულებრივი მშობელი უფლებას აძლევს შვილს ”დააჯდეს კისერზე”. ბავშვი ხომ მთავარია, რაც მას გააჩნია. ბრძენმა მშობელმა იცის, რომ მას აქვს პირადი საქმეები, საკუთარი სივრცე და დრო - ბავშვის გარეშე. პატივს სცემს თავისსა და ბავშვის საზღვრებს.
* ჩვეულებრივ მშობელს უნდა, რომ აღზარდოს ღირსეული ადამიანი. ბრძენ მშობელს უნდა, რომ ბავშვთან ჰქონდეს ახლო ურთიერთობა.
სიყვარული, რომელიც ღვთისგან გვაქვს ნაბოძები - იწყება სიყვარულით, რომელსაც შევიცნობთ ბავშვობაში. ბედნიერებაა იყო მშობელი, ადამიანი, რომელიც ამ სიყვარულს პირველი ჩუქნის თავის პირმშოს.