უნდა თუ არა ოჯახს დედის მსხვერპლი?
უნდა თუ არა ოჯახს დედის მსხვერპლი?
იცით, ერთმა ქალმა ერთხელ კარგი გაკვეთილი მომცა. მკითხა:
- წარმოიდგინე, გული გტკივა, ჩვილი ბავშვი ტირის, უფროს ქალიშვილს კაბის დაუთოება უნდა, ქმარს - ჰალსტუხის შეკვრა, რას იზამ?
მე დავიწყე ლაპარაკი პატარა ბავშვზე, მაგრამ მან შემაწყვეტინა:
- დალიე გულის წამალი და წამოწექი, ქალიშვილს სთხოვე, პატარა გაართოს, ქმარს კი - ბავშვს კაბა დაუუთოოს და ჰალსტუხიც თავად შეიკრას... პირველ რიგში საკუთარ თავს გაუფრთხილდი, ისევ და ისევ შვილებისთვის. იმიტომ, რომ შენი შვილები შენსავით არავის ეყვარება.
თავი შეიყვარე, რომ სხვამაც დაგაფასოს და გაგიფრთხილდეს. ოჯახს შენგან მსხვერპლი და თავის მოკვლა არ სჭირდება, მას ჯანსაღი ზრუნვა უნდა და ჯანმრთელი, კარგი დედა:)
2206920
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (16)
tai
0
აქ კომენტარებში რომ წერენ, დიახაც დიასახლისია და მიხედოსო. გული აქვს ადამიანს ცუდად! გულიიიი!!!! ვერ წაიკითხეთ, თუ საყურადღებოდ არ მიიჩნიეთ? ალბათ, თქვენც ისეთი მონათმფლობელი შვილები იქნებით და ვირივით ამუშავებთ დედას. იიიი დიასახლისია თურმე. დიასახლისი რომაა, თქვენი დასაწვავი ჰალსტუხების იქითაც ბევრი საქმე აქვს. მზარეულობა, დამლაგებლობა, ძიძაობა და მრეცხავობა ოთხი სხვადასხვა პროფესია და სამსახურია, ცნობისთვის. ჰალსტუხის შეკვრა და უწი-პუწი ვიცი, როცა კარგად ხარ და ესიყვარულები. ცუდად რომ ხარ, სრულწლოვანმა ვირმა როგორმე თვითონ უნდა მიხედოს თავს, მეუღლე რა ჯანდაბას ნიშნავს?
11:58 / 27-08-2019
თათია
0
ნუთუ კაცს არ შეუძლია ჰალსტუხის შეკვრა საკუთარი ხელით მაშინ მაინც, როცა ცოლი თავს შეუძლოდ გრძნობს?! უფროსი გოგოც 10 წუთით ადრე ადგეს ლოგინიდან და მოასწრებს საკუთარი ტანსაცმლის გაუთოვებას. დედა კი მშვიდად მიხედავს პატარას ისე, რომ არავინ შეაწუხებს ეს მომიტანე და ის გამიკეთეო... ქალს, რომელსაც პატარა შვილი ყავს იქეთ ჭირდება ოჯახის წევრების დახმარება და არა პირიქით. დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ, ქალი სახედარი არ არის!!! მასაც უნდა თავის მოვლა, მოწესრიგება, გალამაზება, მეგობრებთან სიარული. მაგრამ ამას როგორ შეძლებს თუ ყველა წვრილმანი მის კისერზე იქნება. ყველა ზრდასრულმა უნდა მიხედოს საკუთარ თავს, მათ შორის ქალმაც...
17:04 / 17-07-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```