ხანდახან შვილები ბევრ რამეს გვასწავლიან "ჩემმა ქალიშვილმა ბოლოს მაშინ ნახა მამამისი, როცა 4 წლის იყო. ახლა 11 წლის არის. 2 წლის იყო, როცა უკვე საბოლოოდ თქვა უარი მამამისმა ოჯახზე, შემხვდა და მკითხა, შეიძლებოდა თუ არა მამის უფლებაზე ეთქვა უარი – ალიმენტი რომ არ გადაეხადა. დავთანხმდი... უბრალოდ, მინდოდა ჩემი შვილისთვის ზედმეტი დარდი ამეცილებინა თავიდან...
არასდროს მომიტყუებია შვილისთვის, თუ ვინ იყო მამამისი და სად წავიდა. ყოველთვის ვპასუხობდი, რაც შეიძლებოდა კორექტულად და პატიოსნად, მის შეკითხვებს მამაზე.
როცა 4 წლის გახდა ქალიშვილი, ყოფილმა ქმარმა მომძებნა და გამომიცხადა, რომ სიმსივნე აღმოუჩინეს და შვილის ნახვა უნდოდა უკანასკნელად. ყველა საქმე გადავდე და პარკში შევხვდი. მთხოვა, 2 საათი დაგვეთმო. თუმცა 20 წუთიც საკმარისი აღმოჩნდა მისთვის. იმ დროის მერე მის შესახებ არაფერი გამეგონა.
რამდენიმე წელიწადში ერთი საერთო ნაცნობი შემხვდა. ჩემს ქალიშვილზე მითხრა, როგორ ჰგავს შენი ყოფილი ქმრის ახალ ბავშვებსო. ისიც მიამბო, რომ ჩენს ყოფილს ახალი ოჯახი ჰქონდა. ამაზე ისე გავოგნდი, საუბრის უნარი დავკარგე. ჩემი გოგონასთვის უარესი შოკი იყო ამის გაგონება... გადავწყვიტე, მეტი არც არაფერი მეთქვა და გოგონასთან ერთად მანქანაში ჩავჯექი.
ის ძალიან მშვიდი ჩანდა, უშფოთველად გამომყვა. მერე კი უცებ გაიღიმა და მითხრა: "დედა, სამაგიეროდ, მან როგორც იქნა, მამობა ისწავლა. ეს ხომ ძალიან კარგია! მისი ბავშვების გამო მიხარია..."
და ეს იყო დღე, როცა ჩემმა 11 წლის შვილმა მასწავლა პატიების ხელოვნება".