მამის თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე - ყოველთვის მოუსმინეთ შვილებს!
მამის თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე - ყოველთვის მოუსმინეთ შვილებს!
ერთ დღეს მამა მანქანას რეცხავდა. მისმა 7 წლის ბიჭუნამ, რომელიც იქვე თამაშობდა, ქვა აიღო დ მანქანის კარზე რამდენიმე სიტყვა ამოკაწრა.

ბრაზისგან გაცოფებულმა მამამ ბავშვს ხელზე დაუწყო ცემა, იმდენ ხანს სცემდა, ვერც მიხვდა, რომ ლამის დააგლიჯა თითები...

მრავალჯერადი მოტეხილობების გამო ბავშვმა 2 თითი დაკარგა. საავადმოყოფოში მისულ მამას ტკივილით სავსე თვალები მიანათა და ჰკითხა: "მამიკო, როდის ამომივა ახალი თითები?". მამამ მკერდში ტკივილი იგრძნო და ვერაფერი უპასუხა...

გამწარებული ეცა თავის ავტოს, მუშტები და
ფეხები დაუშინა, დიდხანს, დიდხანს ურტყამდა. როცა ქანცგაწყვეტილი მანქანასთან მიწაზე დაეშვა, მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ ნაკაწრები სინამდვილეში ოკრო-ბოკრო ასოები იყო - "მამა მიყვარხარ"...

მას მერე თითქოს ცხოვრება გაგრძელდა, მაგრამ რაღაც ისე არ იყო... რამდენიმე თვეში ამ ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რისხვასა და სიყვარულს საზღვრები არ აქვს. ყოველთვის სიყვარული აირჩიეთ, რომ სიცოცხლის მშვენიერება იგრძნოთ. ჩვენი უბედურება ისაა, რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანებს საგნებივით ვიყენებთ, ნივთებს კი თავს ვევლებით. გვავიწყდება, რომ ღმერთმა ნივთები ჩვენთვის შექმნა და თავად არ უნდა გავხდეთ ამ ნივთების მსახურნი. 
4001
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ჰეჰ
0
საიდან იგონებთ ამდენ სისულელეებს?!
10:11 / 24-02-2015
qeta
0
რა მოსაზრება.... ვერც წავიკითხე...სად პოულობთ??? რატომ ამდენი ნეგატივი?????
00:29 / 24-02-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?