რის შემთხვევა, როცა ჯვრის დაწერა სასურველი არ არის დღეს ჯვრის დაწერა და ნათლობა სხვადასხვა მიზეზების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, თუმცა ეკლესია გვირჩევს დავიცვათ ის წესები, რასაც ჯვრისწერა და ნათლობა ითვალისწინებს. ამას გარდა, არის შემთხვევა, როცა ჯვრის დაწერა სასურველი არ არის. ამაზე უფრო ვრცლად AMBEBI.GE-ს ნარიყალას წმ.ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრა.
- ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მოეხსენება, რომ ეკლესიაში დადგენილია შვიდი საიდუმლოება. ამ საიდუმლოებებში პირველია ნათლისღება, რამეთუ ნათლისღებით ადამიანი ეკლესიის წევრი ხდება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ნათლობაც და ჯვრისწერაც ხშირად სიმბოლურად და ქვეცნობიერად აღესრულება. სასულიერო პირიც არ უხსნის და არ ასწავლის მონაწილეებს, თუ რა ლოცვები იკითხება ამ დროს, რა დროს შეიძლება ჯვრისწერა და რა დროს არა, ვინ უნდა იყოს მიმრქმელი, ანუ ნათლია და რა უნდა ასწავლოს მან ბავშვს.
დღეს ნათლობა ძალიან ბუნდოვან გარემოებაში ტარდება - სუფრა, ოქროს ჯვარი და მერე ნათლიების უმრავლესობა თავიანთ მოვალეობას აღარ ასრულებს, ბავშვი ისე იზრდება, არ იცის მისი ნათლია ვინ არის, რა არის მიმრქმელობა, რატომ მოინათლა და ა.შ.
- როგორ ნათლავდნენ ძველად და როგორ ტარდება ნათლობა ახლა?
- დაახლოებით მეოთხე საუკუნიდან დიდი მარხვა ზუსტად იმიტომ დადგინდა, რომ ადამიანები, ბავშვი იქნებოდა თუ დიდი, დამდგარიყვნენ კატაკმევლებად, კატაკმეველი არის პიროვნება, ვინც უნდა მოინათლოს. ეს ორმოცდღიანი მარხვა ზუსტად მათი მოსამზადებელი პერიოდი იყო. შემდეგ ეპისკოპოსი გამოკითხავდა თუ როგორ შეისწავლეს ქრისტიანული კატეხიზმო, დიდ შაბათს ხდებოდა მათი ნათლობა, კვირას კი ყველა ერთად ეგებებოდა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას.
მოგვიანებით ეკლესიის ისტორიაში ერთი დღე აღარ იყო საკმარისი და ეკლესიამ ნათლობისთვის სხვა დღეებიც განაჩინა. თანამედროვე რეალობაში ნებისმიერ დროს შეიძლება ნათლისღების ჩატარება. პირველი საუკუნის ძეგლის მიხედვით, სადაც 12 მოციქულის სწავლებააა მოცემული, წერია, რომ ადამიანი მოინათლოს გამდინარე წყალში თუ გამდინარე წყალი არ არის დამდგარ წყალში და თუ დამდგარი წყალიც არ არის შეიძლება თავზე სხურებითაც მოინათლოს.
თანამედროვე რეალობაში თითქოს გავზარმაცდით და მარტო თავზე წყლის დასხმით ვნათლავთ. რა თქმა უნდა, ეს ნათლობად ითვლება, მაგრამ ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, რომ ადამიანი გამდინარე წყალში, მდინარეში მოინათლოს.
- როდის არ შეიძლება ჯვრის დაწერა?
- ჯერ მინდა გითხრათ, რომ ჯვრისწერის დროსაც იგივე მდგომარეობაა, ერთხელ მოდიან წყვილები, იწერენ ჯვარს და არ იციან, რა მოვალეობა აკისრიათ ერთმანეთის მიმართ, რომ უნდა მიუტეონ, დაუთმონ. ბუნებრივია მათი ჯვრისწერა არ იქნება ნაყოფიერი და ფაქტი სახეზეა, მაგალითად საპატრიარქოში მეორე სართულზე არის ქორეპისკოპოსის განყოფილება, სადაც უამრავი ადამიანი იყრის თავს, რომელთაც ჯვრის აყრა სურთ.
გაგრძელება