ასწავლეთ ბავშვს ურთიერთობა - აღზრდის 10 ოქროს წესი ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგისგან
ასწავლეთ ბავშვს ურთიერთობა - აღზრდის 10 ოქროს წესი ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგისგან
ამერიკელი ფსიქოლოგი ვიქტორ კლაინი მშობლებს აღზრდის 10 ოქროს წესს სთავაზობს:

1. წაახალისეთ ბავშვის ინტელექტი
ბავშვს შეუქმენით გარემო, რომ მისი გონება და ინტელექტი სათანადოდ განვითარდეს – თუ მისი ცხოვრება მეტისმეტად ერთფეროვანი, უინტერესო და უხალისოა, ის ვერ განვითარდება.

2. განუვითარეთ თვითპატივისცემა
მაქსიმალურად ესაუბრეთ საკუთარ ღირსებებზე, გარეგნულ თუ გონებრივ უპირატესობებზე, მან უნდა იცოდეს, რა აქვს კარგი. რაც არ აქვს, უნდა განავითაროს. ის საკუთარ თავს უნდა სცემდეს პატივს და უყვარდეს.

3. ასწავლეთ ბავშვს ურთიერთობა
ამისათვის აუცილებელია ხუთი შემაგდენელი ნაწილი მაინც:
• მშობლების გულწრფელი სიყვარული (რაც
დაცულობის გრძნობას ბადებს);
• სხვა მოზრდილების კეთილგანწყობა, არა ახლობლებისა და ნათესავების (ათავისუფლებს კომპლექსებისგან);
• ბავშვის გარეგნული მომხიბვლელობა, განსაკუთრებით – მოზარდობისას (სამოსი, მანერები, ჰიგიენა – რაზეც მშობელმა უნდა იზრუნოს);
• საფუძვლიანი თავდაჯერება (ყველა რაღაცაშია ძლიერი);
• სიტყვების კარგი მარაგი (აბა, როგორ უნდა იურთიერთოს?).

4. დააკვირდით, რომ ბავშვი არ გადაიქცეს "ტელემანად"
სოციოლოგები ირწმუნებია, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები საშუალოდ კვირაში 50 საათს ატარებენ ეკრანთან. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ამუხრუჭებს თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს განვითარებას, რომელიც ძირითადად მეტყველებაზეა პასუხისმგებელი. ტელეგადაცემებს უნდა შეუპირისპიროთ სპორტი, მუსიკა, კითხვა.

5. განუვითარეთ პასუხისმგებლობა და წესრიგიანობა
არა მხოლოდ პრინციპით "რა არის კარგი და რა არის ცუდი", არამედ
პირველ რიგში საკუთარი მაგალითით. არ გაუშვათ მომენტი: მოზარდობის ასაკში სიმპათიები მშობლებიდან თანატოლებისკენ გადადის ხოლმე.

6. მიაჩვიეთ ბავშვი, იამაყოს თავისი ოჯახით და პატივი სცეს მის ტრადიციებს.

7. იცხოვრეთ კარგ გარემოში
მეგობრები, რომლებსაც თქვენი შვილები აირჩევენ, გავლენას მოახდენენ მათ მორალურ ორიენტირებზე, ქცევაზე. ამიტომ ყურადღებით დააკვირდით მეზობლების ბავშვებს, დაინტერესდით სკოლის რეპუტაციით. იზრუნეთ, რომ გააფართოოთ ბავშვის სანაცნობო წრე.

8. იყავით მომთხოვნი
ბავშვები მაღალი თვითშეფასებით, საკუთარი ღირსების გრძნობით, უნარით, აკეთონ რაღაც სხვებზე უკეთ, როგორც წესი, ისეთ ოჯახებში იზრდებიან, სადაც მათ მაღალ მოთხოვნებს უყენებენ: სახლში წესრიგიანობისკენ მოუწოდებენ, კარგად ქცევას ასწავლიან, უქმეებს მრავალფეროვნად ატარებენ. მაგრამ ზედმეტიც არ მოგივიდეთ – ნუ იქნებით ტირანი. და გაითვალისწინეთ: ბავშვი უცებ არ ხდება დამჯერი, ჭკვიანი და აკურატული. ამას თქვენი მრავალწლიანი ძალისხმევა დასჭირდება. იყავით მომთმენი.

9. მიაჩვიეთ ბავშვი შრომას
რაღაც გაგებით თქვენ შეგიძლიათ, თქვენი შვილის მომავალი ცხოვრებისეული წარმატება დააპროგრამოთ. მიაჩვიეთ, ძალდატანების გარეშე შეასრულოს დავალებული საქმე, დაეხმარეთ, შეავსოს ცხოვრება საინტერესო და საჭირო საქმეებით. მიეჩვიოს სირთულეების გადალახვას და დარწმუნდეს, რომ ბევრი რამ შეუძლია.

10. ნუ გააკეთებთ ბავშვების ნაცვლად იმას, რის გაკეთებაც მათაც შეუძლიათ
და დაიხსომეთ: თუ მძიმე წუთში სწორედ თქვენ აღმოჩნდებით გვერდით, როგორც მეგობარი და არა როგორც უფროსი, ბავშვი განდობთ თქვენ ყველაზე "საოცარ საიდუმლოს" და მოუსმენს თქვენს რჩევებს.

32214
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნადია
0
აბსოლუტურად ვეთანხმები და სწორია. თუ მის გასაკეთებელს შენ გააკეთებ თავს რისთვის შეიწუხებს? ის ხომ ბავშვია? და ჯერ შორს ვერ იყურება......
11:00 / 12-03-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?