ჩვენი ნებით ვაკეთებთ ამას და ჩვენივე ნებით ჩვენს სულში ვახედებთ უცხო ადამიანებს...
ჩვენი ნებით ვაკეთებთ ამას და ჩვენივე ნებით ჩვენს სულში ვახედებთ უცხო ადამიანებს...
თანამედროვეობა მრავალ ახალ სანახაობას გვთავაზობს და უკვე ვეღარც კი გაგვიგია ჩვენი დროის ადამიანებს, რა გზას დავადგეთ, რა ავირჩიოთ. თითქოს მოდას აყოლილები, ჩართულნი ვართ წუთისოფლის ორომტრიალში და ტოლს არავის ვუდებთ, რათა არავინ დაგვძრახოს და ძველმოდურობა არ მიგვაწერონ. ჩვენს შეხედულებებს უკვე საჯაროდ ვამჟღავნებთ და აღარავისი გვერიდება... სოციალურმა ქსელებმა თითოეული ადამიანის შინაგანი თუ გარეგნული სახე გამოააშკარავა. ისევ ჩვენი ნებით ვაკეთებთ ამას და ჩვენივე ნებით ჩვენს სულში ვახედებთ უცხო ადამიანებს. ყოველივე ეს უკვე ჩვევაშია გადაზრდილი და თავს ვეღარ ვაღწევთ, შედეგად შინაგანი წყვდიადი გვეუფლება. საკუთარ
ნაჭუჭში ჩაკეტილებმა ცოცხალი, ჯანსაღი და ლაღი ურთიერთობები წარსულს ჩავაბარეთ და ტექნიკის მონები გავხდით.

გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- ეკლესია ტექნოლოგიური განვითარების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელი გარანტია ზომიერების შესანარჩუნებლად. დღეს, ფართოდ არის გავრცელებული "Facebook", "odnoklassniki", "twitter", "Viber" და "Skype", ხელს გვიწყობს ჩვენს ახლობლებს უცხოეთში დავუკავშირდეთ, მოვიკითხოთ, ადვილად მოვაგვაროთ საქმეები, მაგრამ ამ "სინამდვილემ" განმსჭვალა ჩვენი შინაგანი. გააუბრალოვა ურთიერთობა, გაგვიქრო მოკითხვისა და მონახულების სურვილი. გული გაგვიცივდა ცოცხალი, ცხოველი ურთიერთობისთვის. მხოლოდ ახლობლების მოკითხვით კი არ ვმშვიდდებით, უფრო შორსაც შეიძლება გავიჭრათ და ვთქვათ: სოციალური ქსელი გახდა ოჯახის დაგეგმარების, გაყრის, ფლირტის,
ვნებების ცხრომის, მღვდელთან ადვილად "ურთიერთობის" საშუალება, ეკლესიამ რომ დაუშვას, ტაძარში არავინ მოვიდოდა და პირდაპირ ქსელიდან მოითხოვდნენ წესების შესრულებას. ოჯახში როდესაც ხდება კამათი, ადამიანი მაშინვე "ფრენდებში" ეძებს მაქებელ, საყვარელ ადამიანს და მასთან საუბრით "მშვიდდება". სწრაფი პროვოცირების საშუალებაც ხდება სოციალური ქსელი. დადებითთან ერთად უამრავი უარყოფითი აქვს. დრო ისე გარბის, შესაძლოა საქმეს საერთოდ არ მოკიდოს ადამიანმა ხელი და თავს იმით იმშვიდებს, რომ დღეს უამრავი სტუმარი ჰყავდა "Skype"-ის მეშვეობით სახლში. განაგრძეთ კითხვა
3962
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი