სტივ ჯობსი: "სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი, სიკვდილის წინაშე ყველანაირი აზრი დაკარგეს"
სტივ ჯობსი: "სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი, სიკვდილის წინაშე ყველანაირი აზრი დაკარგეს"
ალბათ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ სტივ ჯობსი არ იყო მხოლოდ წარმატებული ბიზნესმენი, ის იყო ადამიანი, რომელმაც ეპოქა შეცვალა. ინტერნეტში გამოქვეყნდა მისი უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც მან პალატაში, სიკვდილის წინ წარმოთქვა.
„შევძელი და მსოფლიო ბიზნესის სიმაღლეები დავიპყარი. ბევრი თვლის, რომ ჩემი ცხოვრება წარმატების მაგალითია. ვაღიარებ, რომ სამუშაოს გარდა, მნიშვნელოვანი წარმატებები არ მქონია. და საერთოდ, სიმდიდრე – ეს მხოლოდ ცხოვრების ფაქტია, რომელსაც უბრალოდ მივეჩვიე. ახლა ვწევარ საავადმყოფოს პალატაში და ვიხსენებ ჩემს ცხოვრებას. სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი, სიკვდილის წინაშე ყველანაირი აზრი დაკარგეს.
როდესაც სიბენელში მწვანე შუქს ვუყურებ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აპარატიდან მოდის, მესმის მექანიკის ხმა, ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და ღმერთის სუნთქვას. როდესაც გვაქვს საკმარისი ფული,  დროა დავფიქრდეთ სხვა საკითხებზე, რომლებიც სიმდიდრესთან კავშირში არ არის. ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა იყოს პრიორიტეტული, შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს არის ურთიერთობები, ხელოვნება ან ბავშვური ოცნებები.მუდმივი სწრაფვა იდეალურისკენ ადამიანს მარიონეტად აქცევს. მეც ეს დამემართა. ღმერთმა მოგვცა გრძნობის უნარი, რათა ახლობლებს სიყვარული ვაგრძნობინოთ და არა იმისთვის, რომ სიმდიდრეზე შევიქმნათ ილუზიები. სიმდიდრე, რომელიც მე მოვიპოვე, თან ვერ მიმაქვს. ერთადერთი, რასაც წავიღებ, სიყვარულის გამომხატველი მოგონებებია. აი, ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც სულ თან უნდა გდევდეთ და გაძლევდეთ ძალას, არ შეაჩეროთ წინსვლა. სიყვარულს უზარმაზარი მანძილის გადალახვა შეუძლია. სიცოცხლეს არ
აქვს საზღვარი. დაიპყარით სიმაღლეები, რომელთა დაპყრობაც გსურთ. წადით იქ, სადაც გინდათ, ვისთან ერთადაც გინდათ და როგორც გინდათ - ყველაფერი ხომ თქვენს ხელსა და გულშია. თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ადამიანი, რომელიც გამოიმუშავებს თანხას თქვენთვის, ადამიანი, რომელიც იზრუნებს თქვენზე, გაგიწევთ მძღოლობას, მოგივლით, მაგრამ თქვენ ვერ დაიქირავებთ ადამიანს, რომელიც თქვენს ტკივილს ატარებს. მატერიალური საგნები, რომელებსაც ვკარგავთ, შესაძლოა ისევ ვიპოვოთ. არსებობს მხოლოდ ერთადერთი რამ, მისი დაკარგვის შემთხვევაში მას ვეღარ ვიპოვით, მას ჰქვია - სიცოცხლე. არ აქვს მნიშვნელობა, ცხოვრების რა ეტაპზე ხართ, ყველას ელის დღე, როდესაც მისი ყველა ღუზა ზღვაში ჩაეშვება. თქვენი სიმდიდრე – ეს სიყვარულია ოჯახისადმი, ახლობლებისადმი, მეგობრებისადმი. გაუფრთხილდით საკუთარ თავს. იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე“.
ეს სიტყვები ბევრ თქვენგანს დააფიქრებს. სტივ ჯობსმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ყველაფერი წარმავალია, მარადიული მხოლოდ სიყვარულია, რომელიც ნებისმიერ მატერიალურ სიმდიდრეზე მაღლა დგას!
ტეგები: სტივ ჯობსი
20768
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
giorgi
0
ოქროს სიტყვებია... კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ფულის ხარჯვის ცოდნა მის გამომუშავებაზე არანაკლებია... მორალი ასეთია, - ბევრს რომ გამოიმუშავებ, ერთ-ერთი სიამოვნება სხვებისადმი ანონიმური დახმარებისგან გამოწვეული მათი სიხარული უნდა იყოს..
16:07 / 04-07-2016
koxi
0
კარგი ადამიანი იყო და კარგი სიტყვები დატოვა დამაფიქრა ამ ცხოვრების ამაოებაზე
20:46 / 01-12-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი