5 რამ, რაც ბავშვისგან არ უნდა მოითხოვო
5 რამ, რაც ბავშვისგან არ უნდა მოითხოვო
1. არ შეიძლება, ბავშვს აიძულო, მოიტყუოს
კიდეც რომ გეჩვენებოდეთ, რომ პატარა "სასარგენლო სიცრუე" არ არის საშიში, გახსოვდეთ: ყოველთვის თანმიმდევრული უნდა იყოთ აღზრდაში. თუ ბავშვს აქეზებთ ტყუილისკენ (მაგალითად: "მამას უთხარი, რომ იმ ფულით სათამაშო გიყიდე, რომელიც დაგემტვრა", ან: "ბებოს უთხარი, რომ ნიკამ კი არ დაგარტყა, წაიქეცი"), არ გაგიკვირდეთ, რომ თანდათან თქვენს მოტყუებასაც დაიწყებს და საერთოდაც, ტყუილს მიეჩვევა.

2. არ შეიძლება, ბავშვს ჭამა აიძულო
დღეს, როცა შიმშილობა არ ემუქრება ჩვენს შვილებს, პედიატრები გვირჩევენ, რომ არ დავაძალოთ პატარას ბოლო კოვზამდე ყველაფრის დამთავრება. ზოგიერთი
იმასაც ამბობს, რომ თუ ბავშვს ჭამა არ უყვარს და ეს უბრალოდ მისი ხასიათია და არა რაიმე დაავადებით გამოწვეული, სადილის 10 კოვზი მაინც თუ მიიღო, ესეც ნორმალურია. დაძალებით მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე სარგებლობას.

3. ნუ დააძალებთ, მისთვის უინტერესო საქმე აკეთოს
თუ არ უნდა, რომ იკითხოს, ხატოს, იცეკვოს – ნუ აიძულებთ ამის კეთებას. დრო შეურჩიეთ, როცა ესიამოვნება და თქვენც მიეხმარეთ. მან ეს სიამოვნებით უნდა აკეთოს, მეტი ეცადეთ, რომ დააინტერესოთ იმ საქმიანობით, რაც გსურთ, რომ გააკეთოს, და არ დააძალოთ. ძალდატანებით გაკეთებული საქმე არც სარგებლობას მოუტანს და არც სიამოვნებას.

4. ნუ აიძულებთ ბავშვს, მისი ცხოვრების ყველა წვრილმანი
მოგიყვეთ

ყველა ადამიანს, პატარასაც კი, თავისი კერძო ზონა უნდა ჰქონდეს, ჯობს, თავად განდოთ თავისი საიდუმლოებები, საკუთარი სურვილით გიამბოთ, და არა იმიტომ, რომ თქვენ მოითხოვთ და აიძულებთ ამას. ემეგობრეთ, გაუგეთ, მისი ნდობა მოიპოვეთ და ძალდატანება ნამდვილად არ დაგჭირდებათ.

5. არ აიძულოთ, წამდაუწუმ ბოდიში მოიხადოს
ნებისმიერი ბოდიშის მოხდა გულიდან უნდა მოდიოდეს და გულწრფელი იყოს. თუ ბავშვს ვაიძულებთ ხშირად ბოდიშის თქმას, რომელიც უკვე გაზეპირებული აქვს და სინამდვილეში სინანულს არ გრძნობს, გამოდის, რომ ფარისევლობას ვასწავლით. როცა მოითხოვთ მისგან, რომ ვინმეს ბოდიში მოუხადოს, კარგად უნდა აუხსნათ, რისთვის. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს თავისი დანაშაული.


16124
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი