როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ოჯახში ვიღაც ავად არის - ილია მეორის დარიგება
როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ოჯახში ვიღაც ავად არის - ილია მეორის დარიგება
ზოგჯერ ადამიანს თვითონ უფალი უკავშირდება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს, რომელსაც ავადმყოფობა ეგზავნება, უფალი სარეცელზე დააწვენს და ესაუბრება. ამ დროს ადამიანი, რომელიც მანამდე ყველაფრისათვის იცლიდა გარდა უფლისა, იქნებოდა ეს ოჯახი, სამსახური, დასვენება-გართობა, თუ სხვა, ღმერთსა და სულის გადარჩენაზე ფიქრს იწყებს.

როცა ოჯახში ავადმყოფი გვყავს, რა თქმა უნდა, დახმარებისათვის ექიმსაც უნდა მივმართოთ, მაგრამ პირველ რიგში შემწეობა ღვთისაგან უნ
და ვითხოვოთ. ავადმყოფმა აუცილებლად აღსარება უნდა თქვას და წმინდა ზიარება მიიღოს, რომელიც საკურნებელია სულისა და ხორცისა. კარგი იქნება, თუ იგი კვირაში ერთხელ მაინც ეზიარება. უდიდესი ძალა აქვს აგრეთვე მისთვის ლოცვას, განსაკუთრებით დავითნის წაკითხვას.
ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ რადგან მოძღვარი შინ მიგყავთ, ამიტომ აუცილებლად რაღაც თანხა უნდა გაიღოთ. მე ვაძლევ ჩვენს მოძღვრებს ლოცვა-კურთხევას, რომელთაც თვითონაც კარგად იციან, რომ ავადმყოფის ოჯახს ისედაც ბევრთ რამე უჭირს, გასამრჯელოს გარეშე წამოგყვნენ ავადმყოფებთან და აზიარონ ისინი.

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 1985
189991
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ბელა
0
მე მოძღვარმა ჯანმრთელობის პარაკლისი რომ გადამიხადა, არაფრით ფული არ აიღო და მითხრა, კურთხევას არ გაძლევ, შესაწირშიც რომ ჩააგდოო. სანთლებიც მაჩუქა და ისე გამომიშვა სახლში. ყველასთან ასეა, მხოლოდ ჩემთან კი არ მოქცეულა ამგვარად. საოცრად მზრუნველია თითოეულ მრევლზე
21:38 / 08-03-2019
Ekaterine
1
Tu gankurneba gindat mamaosgan gvtis msaxurebis kurtxeva aiget me ase ganvikurne dideba upals metexis tadzarshi damlagebels vexmarebi uangarod udidesi madlia yvelapershi dagexmarebat cxovrebiseulad
16:32 / 23-11-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?