"სიტყვას, და მით უფრო სახელს, აქვს საოცრად დიდი ძალა" - ილია მეორის მოგონება და შეგონება მშობლებს
"სიტყვას, და მით უფრო სახელს, აქვს საოცრად დიდი ძალა" - ილია მეორის მოგონება და შეგონება მშობლებს
პატრიარქის პირადი არქივიდან:
"როცა აღკვეცისას მონაზვნებმა თავიანთი მანტიები გადამაფარეს, რატომღაც მეგონა, რომ "ერეკლეს" მიწოდებდნენ. ჩვენს ოჯახში კარგად იცნობდნენ მეფე ერეკლეს ცხოვრებას და ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ იგი. სწორედ მის პატივსაცემად დამარქვეს ირაკლი. ველოდებოდი, რა სახელს იტყოდნენ. მეუფე ზინობმა კი უეცრად წარმოთქვა: "ილია“.
ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის და თითქოს შევწუხდი კიდეც ამის გამო. სიტყვას, და მით უფრო სახელს, აქვს საოცრად დიდი ძალა. როცა ბავშვს სახელს ვარქმევთ, აუცილებლად უნდა ჩავიხედოთ კალენდარში და გავიგოთ,
რა მნიშვნელობა აქვს ამ სახელს, როგორ ითარგმნება იგი.
"ერეკლე" ნიშნავს ფიზიკურ ძალას, "ილია" კი — ღვთის ძალას. საოცარი დამთხვევა მოხდა — ფიზიკური ძალა ღვთის ძალით შეიცვალა. ეს იყო განგება ღვთისა!"
იხილეთ სახელების გვერდი, სადაც ყველა სახელის მნიშვნელობას იპოვით
mshoblebi
293706
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
kolxi
0
რა სიმპატიური ყოფილა ილია მეორე ახალგაზრდობაში
21:17 / 21-07-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```