შეიძლება თუ არა "დაკარგული" ნათლიის შეცვლა ან დედის დასწრება შვილის ნათლობაზე - პასუხობს მოძღვარი
შეიძლება თუ არა "დაკარგული" ნათლიის შეცვლა ან დედის დასწრება შვილის ნათლობაზე - პასუხობს მოძღვარი
არ არსებობს ოჯახი, სადაც ნათლიები, ნათლულები ან მოსანათლი პატარები არ ცხოვრობენ. როცა საქმე საეკლესიო წესებს ეხება, ყველას სურს, რომ ყველაფერი სწორად და წესების სრული დაცვით მოხდეს. ბევრი კითხვა გვიჩნდება და მასზე სწორი პასუხი მხოლოდ სასულიერო პირებს აქვთ.

გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია): იგი ჩვენი საიტზე შემოსულ რამდენიმე კითხვას პასუხობს.

- თუ შეიძლება
დედმამიშვილები, მამა- შვილი ან დედა- შვილი ერთმა ადამიანმა მონათლოს?
- ნათლობა ხორციელ ნათესაობას უტოლდება, აღმატებულიც არის რჯულის კანონის მიხედვით. შეიძლება მონათლოს, მაგრამ უმჯობესია რომელიმე ერთზე აიღოს პასუხისმგებლობა.

-  საკუთარი შვილის ნათლიას შვილი რომ მოვუნათლოთ, ეს დაშვებულია?
-  საეკლესიო კანონმდებლობით ამის აკრძალვა არ არსებობს, შეიძლება. მხოლოდ მშობლებს არ შეუძლიათ იყვნენ საკუთარი შვილების ნათლიები.

-  შეიძლება თუ არა ადამიანი დაქორწინდეს დის, ძმის, დედ- მამის ნათლიის ოჯახის წევრზე?
-  გააჩნია როგორი ნათესავი იქნება, მეშვიდე თაობამდე აკრძალულია.

- ზოგჯერ პატარა ბავშვისთვის ბავშვს არჩევენ ნათლიად, ეს სწორია?
-  ადრეულ საუკუნეში წმინდა მამები კრძალავდნენ, რადგან კატეხიზაცია (მრწამსის სწავლა, ზიარების მნიშვნელობის ახსნა, მოძღვრის როლი რა არის და ა.შ.კატეხიზატორულ სკოლებში ამას
უხსნიდნენ ბავშვი კი ვერ შეძლებს
ამის გადაცემას) სჭირდება სწორედ საწყისი ასაკიდან და ბავშვი ვერ შეძლებდა იმის მიცემას, რაც გამოცდილ მორწმუნეს ჰქონდა დაგროვილი. დღევანდელი პრაქტიკით არ იკრძალება, თუმცა მოსაწონი და მისაღები არ არის.

- ზოგჯერ მონათლავენ ადამიანს და წლობით აღარ აქვთ ურთიერთობა. ასეთ დროს შეიძლება ნათლიის შეცვლა?
- ადამიანი ერთხელ ინათლება-"ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა","ერთ არს უფალი, ერთ არს ნათლისღება", მკრეხელობაა და მომაკვდინებელი ორგზისი ნათლობა. შეუძლებელია ნათლიის გამოცვლა, მაგრამ შესაძლებელია სულიერი მოძღვრის, დამრიგებლის პოვნა

- ახლაშობილის ნათლობაზე დედის დასწრება თუ შეიძლება. 40 დღემდე ან მას შემდეგ?
- მე- 40 დღეს განწმენდის ლოცვა ეკითხება და შემდეგ შესაძლებელია.

იხილეთ ასევე: რომელი ხატები უნდა გქონდეთ სახლში და როგორ მოაწყოთ ხატების კუთხე

თეა ცაგურიშვილი
83381
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
jon toshak-ს
1
თქვენ რომ ვერ გებულობთ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვადსხვა რამეს ამბობენ, ისე "თავმდაბლობა" ამას ჰქვია- მე ვერ გავიგეო კი არ ამბობთ..:))
13:43 / 10-02-2017
jon toshak
6
მართმაამებლები ანუ ვერ გაიგებ, რა როგორ არის. ერთი მღდელმსახური ერთს ამბობს, მეორე რეორეს, მესამე სულ სხვა რამეს!!! ....................დასხედით და ჩამოყალიბდით ერთ პოზიციაზე.
11:54 / 10-02-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?