რატომ უშვებს ღმერთი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიკვდილს - პასუხი შეკითხვაზე, რომელიც ბევრს აწუხებს
რატომ უშვებს ღმერთი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიკვდილს - პასუხი შეკითხვაზე, რომელიც ბევრს აწუხებს
1 / 2
Next
როდესაც წმინდა პაისი მთაწმინდელს ჰკითხეს, რატომ უშვებს ღმერთი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიკვდილსო, უპასუხა: - ღმერთი ხომ ყოველივეს ჩვენი სიკეთისთვის აკეთებს. როდესაც მეტყვიან, რომ ვიღაც ყმაწვილი გარდაიცვალა, ადამიანურად ძალიან ვწუხვარ მასზე, მაგრამ თუკი ყოველივეს სიღრმისეულად გამოვიკვლევთ, აშკარაა, რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით მეტი ბრძოლა უწევს მას და, შესაბამისად, მეტი ცოდვები უგროვდება, განსაკუთრებით ამქვეყნიურ, ერის ადამიანებს: რაც მეტხანს ცხოვრობენ ისინი საკუთარი საზრუნავითა და უსამართლობით, უფრო და უფრო იუარესებენ მდგომარეობას, იმის ნაცვლად, რომ
გააუმჯობესონ, ამიტომ ვინც ღმერთს ახალგაზრდობაში ან ბავშვობაში მიჰყავს, უფრო მეტს იგებს, ვიდრე კარგავს.

ღმერთს ადამიანი მის ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად შესაფერის დროს მიჰყავს. მიჰყავს განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის გამზადებული სახით და საშუალებით, რათა იხსნას მისი სული. თუ ღმერთი ხედავს, რომ ადამიანი უკეთესი გახდება, მას ცოცხალს ტოვებს, მაგრამ თუ ნახავს, რომ უარესი იქნება, მიჰყავს, რათა გადაარჩინოს, ხოლო სხვები კი, ვინც ცოდვაში ცხოვრობენ, მაგრამ კეთილის ქმნის სურვილი აქვთ, მას მანამდე მიჰყავს თავისთან, ვიდრე ამ სიკეთის აღსრულებას მოასწრებდნენ. ღმერთი ამას იმისთვის აკეთებს, რომ იცის: ეს ადამიანები ნამდვილად გააკეთებდნენ სიკეთეს, საამისოდ შესაფერისი შესაძლებლობა რომ მისცემოდათ, ანუ თითქოს ღმერთი ეუბნება მათ: ”ნუ ირჯებით, თქვენი კეთილი განწყობილებაც კმარა!” - ღმერთს იმიტომ მიჰყავს
ბავშვები, სამოთხეში საჭიროა ყვავილების კოკრებიო - იტყვის მავანი.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
58236
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
მაშა
0
ღმერთი არ კლავს.რამდენი კაცის მკვლელი და ბოროტი ცოცხლობს სიბერემდე.ღმერთს შეეძლო ისინიც წაეყვანა სანამ ცოდვას ჩაიდენდნენ.რად უნდა ღმერთს ბავშვები თავისთან ანგელოზებად,საკმარი ანგელოზები ყავს,სულიერი ქმნილებები თავისთან,ყველას თავისი მოვალეობა აკისრია.ღმერთმა ადამიანები შექმნა რომ ეცხოვრათ დედამიწაზე სამოთხეში.ანგელოზები არ კვდებიან,იმდენი ყავს ღმერთს,რამდენიც საჭიროა.საიდან რას მოიგონებენ საინტერესოა,ან ვინ ნახა.
00:11 / 12-04-2019
Y
1
Adamiani Verasides gaigebs Rato ?me ukve Agar mainteresebs EG. Ubralod unda datkbe imit RAC gaqvs ..icxovro ketili Sulit..chveni bevri RAMis shecvla shegvizlia sasiketod..Bevri rame ki ubralod xdeba.arapers Ar eqvemdebareba.aq chas adamianis ususuroba.ase rom shevcvalot sasiketod ist RAC shegvclia..
15:32 / 29-09-2018
მსგავსი სიახლეები
```