"ლოცვასაც აქვს თავისი ხარისხი... ასეთ ლოცვას ნაკლებად შეისმენს ღმერთი" - ილია მეორის დარიგებები
"ლოცვასაც აქვს თავისი ხარისხი... ასეთ ლოცვას ნაკლებად შეისმენს ღმერთი" - ილია მეორის დარიგებები
"ლოცვა არსებობს მრავალნაირი. ლოცვასაც აქვს თავისი ხარისხი. არის ლოცვა, რომელსაც ამბობს მხოლოდ ენა. არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს - აი, ეს ლოცვა უნდა წავიკითხოო. იმას კი არ ფიქრობს, როგორ წაიკითხავს ან შესმენილ იქნება თუ არა; არა! ეს უნდა წავიკითხოო. ესე იგი, ენა ასრულებს, აზრი კი, დიდი აზრი, რომელსაც ადამიანის გულს უწოდებენ, გამოთიშულია. ეს ძალიან უხარისხო ლოცვაა და იგი აუცილებლად აქვე, მიწაზე რჩება. მას ნაკლებად შეისმენს ღმერთი.

მეორე, ამაზე უკეთესია ის ლოცვა,
როდესაც გონებაა ჩართული. შენ ამბობ ლოცვას და მასში ჩართულია შენი აზრი.

მესამე, ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი არის ის, როდესაც აზრი შენს გულშია ჩაკეტილი და გული ლოცულობს".
***
"ერთი დიდი მამა ამბობდა, თუ ადამიანი ქრისტეს სულ მცირე მადლს მაინც მოიპოვებს, თვითონაც ცხონდება და მის გარშემო მყოფ მრავალ ადამიანსაც აცხოვნებსო. მადლმოსილი კი ისაა, ვისაც შეუძლია დამნაშავეს აპატიოს, დაჩაგრული შეიბრალოს, წაქცეულს ასადგომად ხელი გაუწოდოს - მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ადამიანის გული ტაძარი სულისა წმიდისა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც მადლს ვერ მოიპოვებს, მას ვერავითარი ლოცვა
და მარხვა ვერ უშველის და მის გულში უფალი, რომელიც სიყვარულია, ვერ დამკვიდრდება".

***
"ხშირად მორწმუნენი მოძღვრებს ეკითხებიან, რა შეუძლიათ შესწირონ ღმერთსა და ეკლესიას. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა იცოდეს, რისთვისაა საჭირო ეს მსხვერპლი, კერძოდ ის, რომ ღმერთს ჩვენი შესაწირავი სრულიადაც არ სჭირდება. საღმრთო წერილში უფალი გვეუბნება, რომ მას ჩვენგან მიტანილი მსხვერპლი არ სჭირდება, რადგან ყოველივე ისედაც მისია, მისი გაჩენილია. მაშასადამე, რასაც ვწირავთ, ის არა უფლისთვის, არამედ ჩვენთვისაა საჭირო. ამასთან, ღმერთს უპირველესად გული უნდა შევწიროთ, გული განწმენდილი და ცოდვების გამო სინანულით "შემუსვრილი და დამდაბლებული".
როგორც საღმრთო წერილი გვასწავლის, თუ ჩვენ ერთმანეთის მხოლოდ სახეს ვხედავთ, უფალი გულს ხედავს და ყოველ ადამიანსაც გულის მიხედვით განსჯის. თუ გული სუფთა არ გვაქვს, სულ ამაოა ჩვენი ლოცვა, მარხვა და ეკლესიაში სიარული, ასევე ფუჭია და განუხორციელებელი ოცნება ცხონებაზე. გულის განწმენდა მხოლოდ საკუთარ შეცოდებათა დანახვითა და განცდით შეიძლება. ამიტომაც ევედრებოდა ეფრემ ასური ღმერთს: "ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა..." იხილეთ მეტი
24270
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?