"კიბო ყველაზე მეტად ემუქრებათ მათ, ვინც ბევრს ნერვიულობს და ქანცის გაწყვეტამდე შრომობს" - ექიმთა დასკვნები
"კიბო ყველაზე მეტად ემუქრებათ მათ, ვინც ბევრს ნერვიულობს და ქანცის გაწყვეტამდე შრომობს" - ექიმთა დასკვნები
ამ სიტყვის ხსენებაზეც კი ბევრ ჩვენგანს ჟრუანტელი უვლის. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ადამიანებს ყველაზე მეტად ამ სნეულების ეშინიათ. მათ აფრთხობს ტკივილი და ტან­ჯვა და, რაც ყველაზე მთავარია - ავადმყოფობის შეუქცევადობა, გარდაუვალი დასასრული, რასაც იგი იწვევს. "კიბო" კვლავინდე­ბურად განაჩენივით ჟღერს, თუმცა დიდი ხანია ასე აღარ არის: ონკოლოგიურ დაავადებებს წარმატებით მკურნალობენ მთელ მსოფლიოში.

ჩვენ საკუთარი შიშის ტყვეობაში ვიმყოფებით და ვერც ვაცნობიერებთ, რომ ამით ისევ ამ მძიმე სენს ვიზიდავთ, კიბოს წამალი კი თავად ჩვენშია... რიგი ექიმების აზრით, კიბო გა­ნაწყენებულთა ავადმყოფობაა, თუმცა, ცხადია, ამ თვალსაზრისს
ყველა როდი იზიარებს. ანდა როგორ
უნდა დაე­თანხმო, როდესაც იგებ, მაგალითად, ხუთი წლის გოგონას შესახებ, რომელიც ჰემობლასტოზით იტანჯება? ბავშვები ყველაზე მეტად სისხლმბადი ორგანოე­ბის კიბოთი სნეულდებიან. მაგრამ რას ნიშნავს "ყველაზე მეტად?" სტატისტი­კის მიხედვით კიბოთი 450-დან ერთი ბავშვი შეიძლება დაავადდეს. შედარ­ებისთვის: პნევმონიაზე მოდის ბავშვთა სიკვდილიანობის საერთო რაოდენობის 19%, ხოლო ბანალური დიარეა, რასაც ხშირად სერიოზულად არც აღვიქვამთ, პატარების 18%-ს იწირავს. რა თქმა უნდა, კიბოთი გატან­ჯული ბავშვების მშობლებს ეს მონა­ცემები ვერ დაამშვიდებს, მაგრამ აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი...

იმაზე, რომ კიბო სულაც არ გახლავთ ისეთი საშინელი და იმდენად გავრცელებული დაავადება, როგორც ხშირად ჰგონიათ, რომ იგი საკმაოდ "დემონიზირებულია" და სწორედ ამიტომ არის სახიფათო. არც ის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ უამრავი ადამიანი მხოლოდ იმის გამო არ იტარებს სამედიცინო გამოკვ­ლევებს, რომ მას შესაძლოა კიბო აღმოაჩნდეს და ურჩევნიათ არაფერი იცოდნენ, ვიდრე "განწირულის" დაღი ატარონ.

ამასთან, მოზრდილ მოსახლეობაში სიკვდილიანობის 50-55% გულსისხლ­ძარღვთა დაავადებებზე მოდის. კიბო საიქიოში სამჯერ ნაკლებს ისტუმრებს - სულ 17%-ს, მაგრამ ვის ახსოვს ეს? ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოთ­ვალეს, რომ თუკი, ბოლოს და ბო­ლოს, კიბოს წამალს გამოიგონებენ და ეს დაავადება არსებობას შეწყვეტს, კაცობრიობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი წლით გაიზრდება, მაგრამ თუ ზედმეტი წო­ნის პრობლემას გადაწყვეტენ, ადა­მიანები მთელი ოთხი წლით უფრო მეტ ხანს იცოცხლებენ! აქედან კი რა გამოდის? ის, რომ კიბო არც ისე სა­შიშია, როგორც მას ხატავენ...

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ კიბოს წამალი უკვე არსებობს. უბრალოდ, ექიმები და ფარმაცევტები უმალავენ მას მოსახლეობას, რათა ზღაპრული მოგება არ მოაკლდეთ, ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალო­ბა ხომ ძალზე ძვირი ჯდება. მაგრამ საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ, არა­ვითარი შეთქმულება არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს კიბოს უნივერსალური წამალი. ეს დასახ­ელება ხომ ავთვისებიან წარმონაქმნთა ორასზე მეტ სახესხვაობას აერთიანებს.
mshoblebi
ყოველ სიმსივნეს განსხვავებული ზრ­დის თავისებურებები და კლინიკური გამოვლინებები აქვს, ანუ ეს ორასზე მეტი სხვადასხვა დაავადებაა და ყვე­ლას თავისებური მკურნალობა ეს­აჭიროება. გავრცელებული აზრი იმის შეს­ახებ, რომ სწორედ საკუთარი ცხოვრე­ბით უკმაყოფილება იწვევს სიმსივნურ დაავადებებს, ცხადია, საკამათოა და ოფიციალური მედიცინა მას ბოლომდე არც იზიარებს. მაგრამ საკმარისია შინ­აურულად დაველაპარაკოთ ამა თუ იმ ონკოლოგს, რომ კულუარულ საუბრებ­ში იგი გულწრფელად აღიარებს: კიბო უიღბლო, სასოწარკვეთილი ადამიან­ების დაავადებაა, რომლებმაც დაკარგეს ცხოვრების ინტერესი და გამუდმებით სტრესს განიცდიან. ფსიქოლოგებს კი ეჭვი არ ეპარებათ
- ონკოლოგია ნეგატიური ენერგიის დაგროვების შედე­გია.

იგი ჭამს ორგანიზმს, ადამიანის სული და სხეული ხომ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს ადა­მიანებმა უძველესი დროიდან მიაქციეს ყურადღება. პირველი ცნობები ამის შესახებ ჯერ კიდევ ძველეგვიპტურ პაპირუსებში გვხვდება. ჩვენი წელ­თაღრიცხვით მე-2 საუკუნეში რომ­აელმა ესკულაპმა გალენმა შენიშნა, რომ გულმხიარული ქალები გაცილე­ბით ნაკლებად ავადდებიან კიბოთი, ვიდრე ის ქალბატონები, რომლებიც უმეტესად სევდიან განწყობაზე არიან.

თითქმის თხუთმეტი საუკუნის შემდეგ კი მისმა ინგლისელმა კოლეგამ, ექიმმა ჯონ ჰენდრონმა თავის სამედიცინო ტრაქტატში პირდაპირ მიუთითა კი­ბოსა და "იმ ცხოვრებისეული ტრაგე­დიების ურთიერთკავშირზე, რომლე­ბიც დიდ უსიამოვნებებსა და კაეშანს იწვევენ" . იმავე აზრს გამოთქვამდნენ ექიმები მე-18 და მე-19 საუკუნეებშიც. თავიანთ შრომებში ისეთ ფენომენებს, როგორებიცაა "პირქუში ხასიათი" , "სულიერი განცდები" , "აუხდენელი ოცნებები" , "იმედგაცრუება" , "ძლიერი მღელვარება" - კიბოს თანამგზავრებს უწოდებენ და ხშირად მის პირდაპირ მიზეზებადაც კი მიიჩნევენ!

პირველი სერიოზული სამუშაო, რომელიც მიეძღვნა ადამიანის ნეგა­ტიური ემოციებისა და ონკოლოგი­ის შესაძლო კავშირს, ჩაატარა ინგ­ლისელმა ექიმმა სნოუმ, 1893 წელს. მისი 250 ონკოლოგიური პაციენტი ქალიდან 156-მა ასეთი რამ განაცხადა: ავადმყოფობას წინ უსწრებდა სერიო­ზული უსიამოვნებები და ახლობელ ადამიანთა დაკარგვა. 43 ქალბატონს კიბო, შესაძლოა, განუვითარდა რაღაც მექანიკური დაზიანებების შედეგად, თუმცა ამ ჯგუფიდან 15-მა ქალმა სა­ვარაუდო მიზეზებად ასევე დაასახელა მათ თავს დატეხილი უბედურებები.

32-მა პაციენტმა თავისი უკიდურესი გაჭირვება აღიარა და წუხდნენ, რომ იძულებული იყვნენ მძიმე სამუშაოები შეესრულებინათ. და მხოლოდ 19-მა ავადმყოფმა ვერ შეძლო, სნეულების გამომწვევი მიზეზები დაედგინა. ამ მონაცემთა საფუძველზე სნოუ შემდეგ დასკვნამდე მივიდა: "კიბოს სხვადასხვა ფორმის გამომწვევი ყვე­ლა შესაძლო მიზეზიდან შედარებით მძლავრია ნევროტიკული ხასიათის მიზეზები. მათგან ყველაზე ხშირია სულიერი განცდები, რასაც მოჰყვე­ბა გაჭირვება და ქანცის გამწყვეტი შრომა" . გაგრძელება
52413
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
კიბო Hydrogen peroxide
0
ნერვიულობა და სტრესი იმ შუაშია რომ უჯრედებს აგვარებს! შუაში კი არა თავშია! უჯრედებს კი ურინათერაპია აღადგენს ჩვენი უჯრედების ნაყოფი! ასევე წყ. ზეჟანგი! ის ამარაგებს უჯრედებს ჯანგბადით! ანუ, როცა ადამიანი ნერვიულობს სტრესშია ამ დროს არასწპორად სუნქტავს და აკლდება უჯრედებს ჯანგბადი! როცა უჯრედებს არასაკმარისი ჯანგბადი მიეწოდება იწვევს უჯრედთა ფუქნციების რღვევას, ეს კი აღადგენს!სულ ესაა! პერეკისი იგივეა ანუ რაც უცხოეთში ოზონ/ჟანგბად თერაპია რაც უფრო სწრაფად ხდება ვიდრე ეგ ძვირადღირებული ოზონ თერაპია! როცა უჯრედებს ჟნაგბადი არასაკმარისი მიეწოდება ეს იწვევსვ დაავადებებსმ კიბოს და სხვა, ეს კი აღადგენს! ეს ჯერ კიდევ წინა საუკუნეში აღმოაჩინა ოტო ვურბერხმა და ნობელის პრემიაც მიიღო! უკვე 2 საუკუენა მსოლფიომ იცის ეს, რომ პერეკისი ამ დაავადებებს კურნავს და ამაზე ასობით წიგნია დაწერილი ამაზონზე დევს ეს წიგნები! ეს რუს აკადემიკოს ნეუვიმიაკინს კი არ მოუგონია როგორც სსრკში იყო ცნობილი ! შედით ამაზონზე და ნახეტ ასობით წიგნი იყდება Hydrogen peroxide https://www.amazon.com/s?k=Hydrogen+peroxide&i=stripbooks-intl-ship&ref=nb_sb_noss_2
14:11 / 01-07-2022
გიგა
0
საიდან მოაქვთ ეს ინფორმაციები, ან ვინ უქვეყნებს ამ საიტზე.... რა სისულელეა...
14:25 / 30-06-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები