რა არის სინამდვილეში ბედობა და მეკვლეობა?
რა არის სინამდვილეში ბედობა და მეკვლეობა?
როგორ უყურებს მეკვლეობას ან "ბედობის დღეს" ეკლესია
კითხვას პასუხობს ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური მამა ზაქარია (მარგალიტაძე):

- როგორ უყურებს მეკვლეობას (იმ გაგებით, მეკვლეს რომ უკავშირებენ მომავალი წლის ავკარგიანობას) ან "ბედობის დღეს" ეკლესია?
- წინასაახალწლო დღეებში ბევრი ადამიანი დარწმუნებული იყო და სხვასაც აფრთხილებდა, რა განწყობილებითაც შეხვდები ამ წელს და ამ დღეს, მთელი წელი ისეთი იქნებაო. რასაკვირველია, ამ დღეებს მისტიკა გააჩნდა, მაგრამ არა მართლმადიდებლური. ეკლესიის სწავლებით, არც ერთ დღეს არ აქვს მაგიური მნიშვნელობა, ძალა - იმოქმედოს და განსაზღვროს ადამიანის მომავალი. იოანე
ოქროპირი ამბობს, რომ უფლის წინაშე ყველა დღე ერთია, ყველა მნიშვნელოვანია. თავისთავად, დღეს ადამიანის, მისი მონაწილეობის, მისი ზნეობრიობის გარეშე არაფრის შეცვლა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ეკლესია ამ დღეებს არასდროს ანიჭებდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამას აკეთებდა საზოგადოება, რომელიც დაშორებული იყო ეკლესიურ სწავლებას, მადლისმიერ ზემოქმედებას. ვფიქრობ, ესეც წარმართობიდან მოდის. განაგრძეთ კითხვა
9956
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```