არასდროს შეურაცხყოფენ თავიანთი შვილის ადამიანურ ღირსებას • არ ავიწყდებათ, პატარაობიდან უთხრან შვილს "მადლობა" და "თუ შეიძლება".
• არ აწყვეტინებენ ბავშვს ლაპარაკს.
• პატივისცემით ეპყრობიან შვილის მეგობრებს.
• არასდროს შეურაცხყოფენ თავიანთი შვილის ადამიანურ ღირსებას.
• ბავშვებთან არ განიხილავენ სხვა ადამიანებს, განსაკუთრებით ნეგატიურ ასპექტში.
• არ იძლევიან დაუსრულებლად შენიშვნებს, განსაკუთრებით – სხვა ადამიანების თვალწინ.
• არ ტანჯავენ ბავშვს ("უთხარი დეიდას გამარჯობა"), თუ ის ეწინააღმდეგება და თავად წარმოთქვამენ ჯადოსნურ სიტყვას.
• არ ავიწყდებათ ბავშვის წარდგენა თავიანთ მეგობრებთან.
• არ მოითხოვენ ბავშვისგან მისი უნარების საჯარო დემონსტრირებას (ლექსის თქმას და ა.შ.).
• ბავშვს მშვიდად და ალერსიანად ელაპარაკებიან არა მხოლოდ მაშინ, როცა სტუმრები ჰყავთ.
• აფასებენ არა ბავშვს, არამედ მის ქცევას. ნაცვლად ამისა: "ღორივით ჭამ!" ამბობენ: "ჩვენს ოჯახში არ არის მიღებული საჭმლის მაგიდაზე გადაგლესვა".
• მისდევენ წესს: "ერთი ქათინაური სამ შენიშვნაზე უფრო ეფექტურია".