ყველაზე კითხვადი
"ჩვენს სახლში აკრძალულია მზესუმზირის მირთმევა, იმიტომ, რომ ჩემს ქმარს აღიზიანებს კნაწუნის ხმა" - ქართველი ძიძის ყველაზე გულწრფელი ჩანაწერების გაგრძელება
"ჩვენს სახლში აკრძალულია მზესუმზირის მირთმევა, იმიტომ, რომ ჩემს ქმარს აღიზიანებს კნაწუნის ხმა" - ქართველი ძიძის ყველაზე გულწრფელი ჩანაწერების გაგრძელება
როგორც უკვე იცით, ცოტა ხნის წინ ქალბატონი დაგვიკავშირდა, რომელსაც საკმაოდ ბევრი სათქმელი დაუგროვდა და უნდა, ჩვენს მკითხველებს - ქალებს, დედებს, ზოგადად მშობლებს გაანდოს. მისი ისტორია ერთი შეხედვით ძალიან ბანალური და იმავდროულად, მუდამ აქტუალური და საინტერესოა - როგორი ძნელია სამსახურის შოვნა ქალისთვის, რომელსაც შვილები ჰყავს და როგორ უწევს მას ბევრ დათმობაზე, დამცირებაზე წასვლაც კი, საკუთარი ოჯახის ინტერესებისთვის... ის, თუ როგორია სინამდვილეში ქართული ბაღების კულუარები და რის კეთება უწევთ ქართველ ძიძებს აქ თუ
საზღვრებს გარეთ.... ერთი სიტყვით, წინ დიდად საინტერესო და რაც მთავარია,
ნამდვილი და გულწრფელად აღწერილი ამბები გელით... დღეს ძიძის ოჯახს გავიცნობთ:

გაგრძელება. იხილეთ მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ჩემი ოჯახური ცხოვრება. ოჯახში მელოდება 2 შვილი, გარდატეხის ასაკის, და აზიატი მეუღლე. ვფიქრობ, სიტყვა აზიატი თავისთავად გამოხატავას ჩემი მეუღლის ხასიათს, თუ მე მინდა, რომ სიტყვა აზიატი ოყოს მისი გამართლება, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი თანაცხოვრების მანძილზე საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოვაყალიბე, მამაკაცების რომელ ტიპს განეკუთვნება ჩემი მეუღლე, ვთვლი, რომ ასეთი ტიპი ბუნებაში არ არსებობს, აი, ხომ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, ჰოდა, ჩემი მეუღლეც ეს გამონაკლისი შემთხვევაა. ორიგინალია, დარწმუნებული ვარ, მისი მსგავსი სხვაგან არსად მოიძებნება. ალბათ ფიქრობთ, რომ ქმარზე უზომოდ შეყვარებული ქალი წერს ამ სიტყვებს, არა, ქმარი მართლაც მიყვარს, მაგრამ დაბრმავებული არ ვარ, საბედნიეროდ. ძალიან კარგად ვხედავ მის დადებით და უარყოფით მხარეებსაც და ვთვლი, რომ სიყვარულიც ალაბათ სწორედ ეს არის, როდესაც ადამიანი გიყვარს თავისი პლუსებითა და მინუსებით. როგორ გითხრათ, ეს ადამიანი არის ჩემი შემადგენელი ნაწილი, რომლის გარეშე ჩემი ცხოვრება ის არ იქნებოდა, რაც ამჟამად არის.

ალბათ დაგაინტერესათ, მაინც რითია ეს ადამიანი გამორჩეული და უცნაური. რა ვიცი, აბა, ახლა კი მეცინება და სერიოზულად არ აღვიქვამ ამ ფაქტს, მაგრამ აი, მაგალითად ეს ადამიანი მართლა ვერ ხვდება, რატომ შეიძლებ მიესალმო ყველა მეზობელს და მით უმეტეს მოიკითხო? რა საჭიროა, თუ ძალიან მოცლილი არ ხარ, ესაუბრო ვინმეს ტელეფონით, ან მოიკითხო ვინმე, თუ სასწრაფო საქმე არ გაქვს. თავად კი დარწმუნებულია, რომ ქალებს სერიოზული საქმე არასდროს აქვთ, მხოლოდ საჭორაოდ არიან გაჩენილები და ძალიან ხშირად იმეორებს, ქალის გაკეთებული საქმე ჯერ არ მინახავსო. ასევე ჩვენს სახლში აკრძალულია მზესუმზირის მირთმევა, იმიტომ, რომ ჩემს ქმარს აღიზიანებს კნაწუნის ხმა. ან სტაფილოს და კიტრის მისი თანდასწრებით დაგემოვნება. არც ხრაშუნის ხმა მოსწონს. არ მოსწონს, როდესაც მას სძინავს და მე სანაგვე ურნაში ვაგდებ რამეს, რადგან ურნის ხმა ძილში არასასიამოვნოდ ჩაესმის. ვერც ფრჩხილების ლაქს ვისვამთ თავისუფლად მე და ჩემი გოგოები, რადგან მას არ მოსწონს აცეტონის და ლაქის სუნი. ტელევიზორის პულტი გვერდით თუ უდევს, არავითარ შემთხვევაში აიღებს თავად, აუცილებლად ხელში უნდა მივაწოდოთ. ასევეა წყალზე, აუცილებლად უნდა მივუტანოთ და ა.შ.
აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ მანიაკი ნამდვილად არ არის, არც გვაგინებს და არც შეურაცხყოფას გვაყენებს, მაგრამ ჩვენ ვემორჩილებით. იცით, მგონია, რომ ეს ადამიანი ასეთად ნაწილობრივ მე გამოვძერწე და ახლა რამის შეცვლა გვიანია, ჰოდა, მეც ვემსახურები და გითხრათ სიმართლე, თავს უბედურად სულაც არ ვგრძნობ. ჩვენ, ოჯახის წევრები ამ ყველაფერზე ძალიან ვხალისობთ, იუმორით ვუდგებით და ჩვენი ცხოვრებაც, მიუხედავად დაღლილობისა, ხალისიანად გადის. ყველას გვიყვარს ერთმანეთი, პატივს ვცემთ ერთმანეთს და ვაფასებთ ნაკლოვანებების მიუხედავად. ყველაფერს იუმორით ვუყურებთ და დამიჯერეთ, ცხოვრებაც ბევრად მარტივია. ვთვლი, რომ ოჯახში ეს უმთავრესია. არ მთრგუნავს არც ყოველ დილით 5 საათზე ადგომა, ბავშვებისთვის სადილის გამზადება, სახლის დალაგება.

ერთხელ ჩემს ქმართან დაკავშირებული რამდენიმე ასეთი შემთხვევა სამსახურში მოვყევი გოგონებთან და დაიხოცნენ სიცილით, რა ტიპი ხარ, როგორი იუმორის გრძნობა გაქვს, ისე ყვები, ვინმეს მართალი ეგონებაო... მაშინ მივხვდი, რომ ჯობდა საზოგადოებაში აღარაფერი მეთქვა ამასთან დაკავშირებით.


მოკლედ, 8 სააზე უკვე დაღლილ-დაქანცული, თუმცა საკუთარი თავით კმაყოფილი, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთე, სადილი გავამზადე, ბავშვები ვასაუზმე, ლოგინები ავალაგე, შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი, სახლიდან გავრბივარ, სამარშრუტო ტაქსს რომ მივუსწრო. ახლა სხვა სამსახურში დავდივარ, რაზეც მერე ვისაუბრებ, სანამ ბაღში ვმუშაობდი, გზად სამსახურისკენ, ვლოცულობდი ხოლმე, ნეტავ არავინ დამხვდეს, 10 წუთი მაინც ყავის დალევა რომ მოვასწრო-თქო.
ასეთი შემთხვევა თითქმის არ მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბაღი წესით 9 საათზე იწყებოდა, ცხრის ნახევარზე ბავშვები უკვე კართან გველოდებოდნენ, ან მზარეულთან ერთად ისხდნენ სამზარეულოში და გემრიელად მიირთმევდნენ ორცხობილებს.
ტელეფონით სარგებლობის უფლება არ გვქონდა, ამიტომ საათს დავხედავდი ხოლმე და ვანგარიშობდი, ახლა უმცროსს დაუმთავრებოდა გაკვთილები და ალბათ სახლისკენ მიდის-მეთქი, 1 საათში უფროსს.

შესვენებაზე ეგრევე მობილურ ტელეფონს მოვიმარჯვებდი ხოლმე ხელში, ლაივში რომ მეყურებინა, როგორ მიდიოდა ჩემი შვილი ინგლისურზე - ახლა არ ვიცი, კიდევ აქვს თუ არა, მაგრამ ჰქონდა ჩვენ მეტროს ეს სერვისი, შეგეძლო შესულიყავი, მიგეთითებინა სასურველი გაჩერება, ბაქანი თუ გარეთა ხედი და შეგეძლო დაგენახა ყველაფერი. რამდენჯერ დამირეკავს ჩემი შვილისთვის, წესიერად მოიქეცი, კევს ნუ აღლაჭუნებ-მეთქი. უნდა გენახათ გაოცებული ხმა, რა იცი დე, კევს რომ ვღეჭავო. გხედავ-მეთქი, ეგონა, ვეხუმრებოდი, მე კი მართლა ვხედავდი. ნახევარი წელი მეხვეწა, რომ მეთქვა, საიდან ვხედავდი, ბოლოს ვუთხარი და უნდა გენახათ, როგორ სარეკლამო ჭრილებს მიკეთებდა ხოლმე - ბაქანზე მდგარი ხელებს იქნევდა კამერისკენ... ამაზეც კარგად ვხალისობდით ხოლმე.

სულმოუთქმელად ველოდი დღის დასრულებას, სახლში რომ დავბრუნებულიყავი. 7 საათზე ბედნიერი ვიღებდი ქურთუკს და მივიჩქაროდი გაჩრებისკენ, თუმცა რომ წარმოვიდგენდი, რამდენი საქმე მელოდებოდა სახლში, ჩემ სიხარულს იმ საღამოს დაგეგმვა ცვლიდა - ჯერ ამას გავაკეთებ, მერე ამას, მერე იმას, მერე გაკვეთილებს ჩავიბარებ და....
მოკლედ, მთელი დღის აჟიოტაჟის შემდეგ სახლში შესულს გახარებული ბავშვები შემომაფრინდებოდნენ, მიყვებოდნენ თავიანთ ამბებს, როგორ ჩაიარა დღემ, ახლა ვაფიქსირებ, რომ ვუსმენდი, თუმცა ძალიან ხშირად არაფერი მესმოდა, ჩემი გონება სხვა რამეზე ფიქრით იყო დაკავებული. ღმერთო, როგორ მრცხვენია, როგორ მელოდებოდნენ, როგორ უნდოდათ ჩეთვის საკუთარი ემოციების გაზიარება და დედას ამისთვის არ ეცალა. არა, ვცდილობდი ეს ფრაზა არ მეხსენებინა, მაგრამ აშკარად ხვდებოდნენ, რომ არ ვუსმენდი და წყვეტდნენ მოყოლას... უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ სუჩუმე ისე მსიამოვნებდა, კითხვის დასმას ვერ ვბედავდი.
ვაკეთებდი საოჯახო საქმეებს. ამასობაში ბავშვები იძინებდნენ და დღეც მთავრდებოდა. იწყებოდა მეორე დღე, ისეთივე ქაოტური, დატვირთული და ასე გადიოდა ცხოვრება...
ერთ მშვენიერ დღეს კი მივხვდი, ღმერთო, რას ნიშნავს კარგი დედობა, გარეცხილ- დაუთოებული რომ დადის ბავშვი, სუფთა ოთახში რომ იძინებს და სადილი რომ ხვდება სახლში? კი ბატონო, გეთანხმებით, ეს აუცილებელია, მაგრამ, გარდა ამისა, უფრო სწორად კი ამაზე მნიშვნელოვანი ჩვენი შვილების სულიერი სამყაროა, იმ ადამიანების, რომლებიც თვალებში შეოგვციცინებენ, რომელთაც მართლაც ვჭირდებით და რომლებისთვისაც დრო არ გვრჩება. როდესავ გაიზრდებიან, მათ აღარ ექნებათ ჩვენთან საუბრის დრო ან სურვილი...
ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რადიკალურად შემეცვალა ჩემი დამოკიდებულება, პირველ რიგში მოველენებისადმი. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ისევ ჩემი გასაკეთებელია, მაგრამ იმით, რომ ამ საქმეების კეთებით დავიღალე და მეტი აღარ შემიძლია, ბავშვები არ უნდა შევაწუხო. იცით, სხვანაირად შევხედე ამ ყველაფერს და მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ძალიან ვიღლები, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ გამხადა ღირსი გავმხდარიყავი დედა, მაჩუქა ანგელოზები და მომცა იმის ძალა, რომ საკუთარი შრომით გავახარო ჩემი შვილები და გავუკეთო ის, რაც ასე მიშვნელოვანია მათთვის.
ცოტა ხნის წინ, გახსოვთ ალბათ, თბილისში მიწისძვრა მოხდა. სწორედ იმ დღეს ბავშვებს ძალიან ვეჩხუბე. გაბუტულები დასაძინებლად დაწვნენ. მე ტელევიზორს ვუყურებდი და ამ დროს მიწაც იძრა. ღმერთო, როგორ შემეშინდა, საკუთარი თავის გამო კი არა, ბავშვების გამო, შევვარდი მათ საწოლ ოთახში, თითქოს რამეს ვუშველიდი, აი, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება მართლაც წუთი სოფელია, არავინ იცის, რა მოხდება ხვალ და ზეგ, ერთადერთი, რაც მართლაც შეგვიძლია გავუკეთოთ ერთმანეთს და განასაკუთრებით მშობლებსა და შვილებს, გულწრფელი სიყვარული და სითბოა, ჰოდა, უაზროდ ბევრი შენიშვნის მიცემას და ყველაფერზე ჩხუბს, ალბათ ჯობს ჩვენ ახლობლებს უზომოდ დიდი სითბო დავანახოთ, ამ სითბოთი გავუთბოთ გულები, რაც შეიძლება მეტი მოვეფეროთ და შენიშვნაც ასე მოფერებით მივცეთ და მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე ადვილია და უამრავ ენერგიასა და მოთმინენას მოითხოვს, ჩვენს შვილებს ავუხსნათ ათასჯერ, ათიათასჯერ და დარწმუნებული ვარ, შედეგი უკეთესი გვექნება და გავზრდით ღირსეულ ადამიანებს, რომელთაც კარგად ეცოდინებათ სითბოსა და სიყვარულის ფასი. ვაკოცოთ ჩვენს შვილებს, მოვეფეროთ და ჩვენს დაღლასა და უდროობას ნუ დავაყვედრით...
გაგრძელება იქნება
13920
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (3)
00:33 / 17-09-2017
გიჟუა
მირთმევა ვაფშე უნდა იყოს აკრძალული
11:24 / 13-09-2017
ნათია
ბავშვის სწორი განვითარების, კერძოდ სქესობრივი აღზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შევაფასოთ, როგორია მშობლების დამოკიდებულება შვილების რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის მიმართ და თავად რამდენად ახდენენ შვილების ინფორმირებას აღნიშნულ საკითხებზე. გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი მითითებულ ბმულზე: https://goo.gl/2EgNrs
11:22 / 13-09-2017
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
20.09.2017
"არც მიკითხავს, რა სჭირდა ამ მოხუც ქალს, რადგან, მას ჰქონდა ის უდიდესი, რაც ყველაზე მთავარია ცხოვრებაში - სიყვარული!"
20.09.2017
მერე რა, თუ იავნანაში ცრემლსაც აქსოვს და ეს ხმა ტირილს უფრო ჰგავს... თუ ეშინია - რწმენა არ წაართვან, რჯული არ შეულახონ!
20.09.2017
”ასე მოვხვდი ძიძად უცხოელების ოჯახში და დაიწყო ჩემი და მათი გაოცების ეტაპები...”
04.09.2017
შუა დღის 2 საათამდე უჭმელი და ”ჩასვრილი” ბავშვები - მშობლების რეალური ამბები, რომლებიც გაგაოგნებთ




გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
არქივი