”გულში სითბო ჩამეღვარა, ისე მომინდა შევსულიყავი და ორივეს ჩავხუტებოდი” - ამბავი ერთი თბილისური კლინიკიდან
”გულში სითბო ჩამეღვარა, ისე მომინდა შევსულიყავი და ორივეს ჩავხუტებოდი” - ამბავი ერთი თბილისური კლინიკიდან
ეს პოსტი ერთ-ერთი კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ეკუთვნის. მას ხშირად უწევს კლინიკის პაციენტებთან ურთიერთობა და მათ განცდებსაც ხშირად იზიარებს. მის ემოციურ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"კლინიკაში, ჩემს ოთახამდე სანამ მივალ, ერთ პალატასთან მიწევს გვერდით ჩავლა. ისე ვერ ჩავუვლი, თვალი მაინც გამექცევა ხოლმე... დღეს დილითაც ასე ჩავუარე... ჩუმად გავაპარე მზერა... და იქვე გავჩერდი...
ორი ჭაღარა მოხუცი...
ქალი საწოლზე წევს, კაცი გვერდით უზის და რაღაცას უყვება, ხელებით უხსნის, უცინის ... ქალი კმაყოფილი სახით შეჰყურებს და გულდასმით უსმენს... ისეთი სახე აქვს, თითქოს მსგავსი
საინტერესო ამბავი არასდროს გაუგია... ხმას არ იღებს... მარტო მადლობისმთქმელად შესციცინებს თვალებში... უცებ გავიფიქრე, ნეტავ მართლა აინტერესებს ამ მოხუცს კაცის მონაყოლი, თუ უბრალოდ ბედნიერად გრძნობს თავს მის გვერდით და კმაყოფილია... ან იქნებ ორივეა მიზეზი... ვიღაცამ გამოიარა...შემრცხვა, ასე გაშეშებული რომ ვიდექი და ვიჭვრიტებოდი პალატაში... ჩანთა გავხსენი და ვითომ რაღაცას დავუწყე ძებნა.თან გზა გავაგრძელე ოთახისკენ.... სულ ეს კადრი მიტრიალებდა თავში... ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილზე... ცოტა ხანში კიდევ გავიარე... ისევ ისე იყვნენ... ქალი საწოლზე, კაცი- მის გვერდით... გულში სითბო ჩამეღვარა... ისე მომინდა შევსულიყავი, ორივეს ჩავხუტებოდი და მადლობა მეთქვა... მადლობა, რომ კიდევ ერთხელ დამაჯერეთ სიყვარულის უკვდავება, მადლობა, რომ
ერთმანეთზე ზრუნავთ, გიყვართ და გეიმედებათ, მადლობა, რომ ასე გამითბეთ გული თქვენი ნახვით, მადლობა, რომ.... კიდე გამოიარა ვიღაცამ...ოთახში დავბრუნდი. სამ საათამდე ყოველ ნახევარ საათში ჩავუვლიდი წინ ამ პალატას და ყოველთვის იგივეს ვხედავდი.... თითქოს კადრი იყო გაყინული... სიყვარულის, სითბოს, ერთგულების, იმედის, ნუგეშისა და ბედნიერების კადრი...
ისე წამოვედი, არც მიკითხავს, რა სჭირდა ამ მოხუც ქალს... რა აწუხებდა...
რადგან, მას ჰქონდა ის უდიდესი, რაც ყველაზე მთავარია ცხოვრებაში - სიყვარული!!! რომლის გარეშეც ყველა და ყველაფერი უძლურია..."
ნინო ჩიტაშვილი

"დავაწესოთ ბავშვობაში დაბრუნების დღე..." - ერთი ქართველი დედის ინიციატივა
6198
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?