”ოლღა, გონზე მოდი! შენ ისევ შენებურად განაგრძობ, ნუ დაივიწყებ, რომ უკვე 70 წლის ვარ!” – უთხრა მას ილიამ ილიას მეფუტკრე, ნაიელ მასლოვი იხსენებდა:
„ერთ საღამოს მე და ილია გრიგოლის ძე ვისხედით აივანზედ, წყაროს მახლობლად, ჩვენ წინ მოსამსახურემ გაიარა. პოლონელი ქალი იყო.
“მანია! - დაუძახა ილიამ, - ერთი ჭიქა წყალი თუ შეიძლება“. მოსამსახურემ იმ წუთსავე მოართვა წყალი წყაროდან. ოლღა თადეოზის ასული მეორე სართულის აივანზე იჯდა და ყველაფერს ჰხედავდა.
მესმის, ოლღამ საჩქაროდ ჩამოირბინა კიბეები, გაირბინა აივანი, სადაც ჩვენ ვისხედით, დაეცა მინდორში და დაიწყო თავის ხლა მიწაზე. მე და ილია მივვარდით მისაშველებლად, ავიყვანეთ, შუბლზე ცივი წყალი დავასხურეთ და გრძნობაზე მოვიყვანეთ.
- ოლღა, გონზე მოდი! შენ ისევ შენებურად განაგრძობ, ნუ დაივიწყებ, რომ უკვე 70 წლის ვარ! – უთხრა მას ილიამ.
ოლღამ უსმინა, უსმინა (ცუდად ესმოდა) და შემდეგ უთხრა:
- დაამთავრე, ილია? ახლა მე დამიგდე ყური: ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მიკარგავ!..”