"მე შენ დაგაბრუნებ, დედა... ისე, როგორც გეკადრება" - მონატრებული ვაჟის წერილი ემიგრანტ დედას
"მე შენ დაგაბრუნებ, დედა... ისე, როგორც გეკადრება" - მონატრებული ვაჟის წერილი ემიგრანტ დედას
1 / 3
Next
მსახიობი და პოეტი ნიკა ფაიქრიძე, რომლის წერილმაც შვილისადმი ჩვენს საიტზე დიდი მოწონება დაიმსახურა, mshoblebi.ge-ს თხოვნით, პროზაშიც ცდის ძალებს - მისი გულწრფელი და ემოციური წერილები-ჩანახატები მკითხველის განსჯის საგნად იქცევა (იხილეთ ნიკას წერილი შვილს). ამჯერად მსახიობმა დედას მიუძღვნა საოცარი წერილი - არა მხოლოდ საკუთარ დედას, არამედ ყველა იმ დედას, რომელიც ემიგრაციაში წავიდა და ყველა იმ შვილს, რომელიც აქ დარჩა და ნიკას მსგავსად განიცდის ამ მართლაც უდიდეს ტრაგედიას, ქვეყნისა და ერისათვის.


უძღები შვილის აღსარება

წერილ არს - პირველად იყო სიტყვა... გავკადნიერდები და გეტყვით, თუ ვინმეს ჩემი აზრი აინტერებს, ვფიქრობ, რომ სიტყვამდე იყო ქმედება, სულ უბრალო, სულ არაფრის მთქმელი, მაგრამ მაინც ქმედება, როგორიცაა ვთქვათ, სუნთქვის აღება, ნერვის შეტოკება და ასე შემდეგ... აი ახლაც, სანამ ეს ყოველივე ვთქვი და დავწერე - ნერვიულად დავიმტვრიე თითები... რატომ? იმიტომ, რომ მინდა - დედაზე გიამბოთ... ვნერვიულობ... ასობით და ათასობით სიტყვა არსებობს დედამიწაზე, ზოგი ბრალიანი, ზოგი უბრალო, ზოგი მსუბუქი და ზოგიც კიდევ ისეთი, რომ სანამ წარმოთქვამ, ოფლში იწურები,
ისეთი ღრმაა, ისეთი დიდი და ნათელი...
ახლა თავი დანაღმულ მდელოზე მგონია და ყველა სიტყვას ათასჯერ ვზომავ და ვწონი... არ მინდა რამე შემეშალოს, რამე ზედმეტი ვთქვა, არც ის მინდა, ვინმეს პათეტიური ეჩვენოს ეს ჩემი აღსარება, რადგან ყველას თავისი დედა ჰყავს და ყველა დედა მაგარია და როგორც ვიტყვით, მჯობნის მჯობნს რა დალევსო... ამიტომ ვფრთხილობ, არ მინდა ერთმა არასწორმა სიტყვამ ყველაფერი გააუფერულოს, გააბანალუროს და უინტერესო გახადოს... ამიტომ უკეთ რომ გამიგოთ და დამიჯეროთ - წარმოიდგინეთ ნახევრად დაცლილი ოთახი, ერთი ხის სკამი, საშუალო სიმაღლის ბიჭი, ნერვიული სუნთქვა, თითების მტვრევა და თვალები, ცოტა გიჟის, ცოტა ჭკვიანის და ცოტაც სულელის... მოკლედ ეს ბიჭი მე ვარ ...
და მე მინდა დედაზე გიამბოთ...

დედას ლალი ჰქვია... საინტერესო და უცნაურია, დედას ეს სახელი ბაბუამ დაარქვა, თავისი უიღბლო სიყვარულის სახელი... ხოო, წარმოიდგინეთ, რა მაგარი ბაბუა მყავდა, ადგა და თავისი დაკარგული, წასული თუ უბრალოდ არშემდგარი სიყვარულის სახელი თავის პირველ შვილს დაარქვა... მაგრამ ეს არაფერია, კიდევ უფრო მაგარი და საინტერესო ის არის, რომ ბებიამ ეს ყველაფერი იცოდა და გაუგო...
ლალის მერე კიდევ სამი შვილი გაჩნდა ოჯახში და მერწმუნეთ, ოჯახს არ მოუწყენია, თუმცა ამაზე სხვა დროს... დღეს მთავარი გმირი ლალია... ყველას ლალი, შინაურის, გარეულის, გადამთიელის, უბრალო ნაცნობის, უცნობის, მოსისხლე მტრის, მოკეთის და ვინ იცის კიდევ ვისი...


ასევე იხილეთ: ნიკას და დედის მოულოდნელი შეხვედრა რვაწლიანი განშორების შემდეგ


ლალი ყველას სჭირდებოდა, სჭირდება და მომავალშიც დასჭირდება... ეს მისი ბედია... და ამ პარადოქსზე ყოველთვის ვფიქრობ... რა არის ეს, უდიდესი ბედნიერება თუ საშინელი დაღლა... რადგან ერთხელ მოვდივართ, ერთხელ ვიბადებით, ერთხელ ვცხოვრობთ და ბევრი, ძალიან ბევრი რამ გვინდა... ალბათ დედასაც ბევრი რამ უნდოდა და არა მხოლოდ თავის თავისთვის, სხვებისთვის უფრო... და რასაც ახლა ის აკეთებს და ან აქამდე გაუკეთებია, მერწმუნეთ, რამდენიმე კაცის სიცოცხლე სჭირდება, რომ მავანმა შეძლოს...
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 3
Next
87420
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
6
90 პროცენტს ჩამოსვლა რომ არ უნდათ ჩამოსვლა ისე კარგად არიან არც შვილი დაარავინ უნდათ საბუტიც აქვტ მაგრამ ჩემიანი დედის დასაპლავებაზე არ ჩამოვიდა 2დგისტვის რა მინდაო
19:37 / 26-07-2018
keti
1
დიდი მადლობა ცჰემო საკვარელო ბიცჰო დიდი მადლობა რომ დაცერე ცერილი და სჰენმა სიტკვებმა კველა დედა უპრო გაადზლიერა მისცა მატ იმ მომავლის იმედი სიცოცხლე რომ ერტ დგესაც დაგიბრუნდებატ ცჰაგეხუტებატ და გააგრდზელებს ცხოვრებას ტკვენტან ერტად ტკვენ სამსჰობლოსჰი გმერტმა ჯანმერტელობა სიდზლიერე არ მოგაკლოს და სჰენიტ გვეამაკოს ასევე კველა ის ბავსჰვი კოპილიკვეს დალოცვილი რომლებიც გვტის ანაბარა დატოვა დედებმა კარგი მომავალი ჯანმრტელობა და სიხარული ტკვენ კველას ცჰემო დზვუირპასო ბავსჰვებო
14:25 / 26-07-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?