”რამდენიმე თვეა სამ ფეხზე ვცხოვრობ” - ჟურნალისტის გულახდილი ჩანაწერები
”რამდენიმე თვეა სამ ფეხზე ვცხოვრობ” - ჟურნალისტის გულახდილი ჩანაწერები
ვფიქრობდი, როგორ დამეწყო. არ ვიცი, უნდა გავიხსენო თუ არა ის 2 წელი, რომელიც საშინელ ტკივილში გავატარე, თუ პირდაპირ ასე: ხელხემლის მალებზე ოპერაცია გავიკეთე, გავიღვიძე და... ალბათ, ორიოდე სიტყვა მაინც უნდა დავწერო წარსულზე, რომ აწმყომდე მოვიდე, თორემ დეტალურად ნამდვილად ვერ შევძლებ ის პერიოდი აღვწერო.

ყველაფერი ერთ დღეს დაიწყო, როცა კომპიუტერთან ჯდომისას წელის არეში ტკივილი ვიგრძენი. თავიდან გაციებას დავაბრალე, მაგრამ ტკივილი ყოველდღიურად იმატებდა. ოჯახის ექიმმა ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო მალამო გამომიწერა, თუმცა,
ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვა. რენტგენი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (და არა მხოლოდ ერთი - ამ ეტაპზე "მრტ" ტომებად მიწყვია), მაგრამ ყველა ერთს ამბობდა: "აქ არაფერი ჩანს ისეთი, რომ ასეთ ძლიერ ტკივილს იწვევდეს". ერთ დღესაც ორივე ფეხში ძალა დავკარგე, ვეღარ გავიარე. მკურნალობამ, რომელიც დამენიშნა, უარესად გაამწვავა სიტუაცია. თუმცა, ფიზიოთერაპიის რამდენიმეთვიანი კურსის, ვარჯიშის, იმუნოსტიმულატორებითა და მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგ, თავი ოდნავ უკეთ ვიგრძენი...

მერე სისხლში სერიოზული ცვლილებები აღმომაჩნდა და ახლა ამ მიმართულებით განვაგრძეთ ჯერ დეტალური კვლევა და შემდეგ მკურნალობა. 8 თვის შემდეგ კიდევ ერთმა ახალმა დიაგნოზმაც იჩინა თავი... მოკლედ, 2 წელი სამი დაავადების აღმოჩენის, რამდენიმე ექიმის არასწორი მიმართულებით დაწყებული მკურნალობის კურსისა და უყურადღებობის შედეგად, ჯოჯოხეთად იქცა ყოველდღიურობა.
თუმცა, საბედნიეროდ, შემხვდა ისეთი ექიმიც, რომელმაც თავიდან ბოლომდე მიპატრონა.

როცა ერთ კონკრეტულ დაავადებას ებრძვი, ესა თუ ის მედიკამენტოზური მკურნალობა მეტ-ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს და როცა სამს ერთად უნდა დაუპირისპირდე, შედეგი გაცილებით უფრო მძიმდება და ხანგრძლივდება. ყოველდღიურად არტერიული წნევის ცვლილება, სხეულის მომატებული ტემპერატურა, გულისრევა, ღებინება, გართულება კუჭზე, არამდგრადი ნერვიული სისტემა, უძილობა, არაადეკვატურობა, მედიკამენტებითა და უმოძრაობის შედეგად საგრძნობლად მომატება წონაში...

ერთ დღესაც ფრანკენშტეინის ქმნილებას დავემსგავსე - სახის ცალი მხარე და ყური გამისივდა, თურმე ერთ-ერთი მედიკამენტის დიდი რაოდენობით მიღებამ ალერგია გამოიწვია. ექიმს რომ დავურეკე, თავი გამიდიდდა-მეთქი, გადაირია კაცი, მაგრამ ამასაც მოევლო, მხოლოდ რამდენიმე დღით ვიყავი მონსტრი.
ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკიც, რა თანხებთან არის დაკავშირებული ნებისმიერი კვლევა, კონსულტაცია, მკურნალობა, მასაჟი, ანალიზები, მედიკამენტები და ა.შ. და პარალელურად ცუდად ყოფნისა, ამ ყველაფერზე რომ ფიქრობ, ტვინში სისხლი გექცევა!.. ზოგჯერ ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა, ვტიროდი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, გულში ხშირად ვიმეორებდი: "მე ყველაფერს გადავიტან!" განაგრძეთ კითხვა
4929
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```