"ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ არ მჯეროდეს, რომ დედამიწას სიკეთე და სიყვარული ატრიალებს?" - თბილისური ამბავი, რომელიც სიხარულის ცრემლებს მოგგვრით
"ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ არ მჯეროდეს, რომ დედამიწას სიკეთე და სიყვარული ატრიალებს?" - თბილისური ამბავი, რომელიც სიხარულის ცრემლებს მოგგვრით
ეს ამბავი სოციალურ ქსელში გავრცელდა და უამრავი მოწონება და გაზიარება დაიმსახურა:

"დღეს დილით ექიმთან მექანიკური ეტლით წავედი (ელ-ეტლი საკმაოდ მძიმეა და რთულია არაადაპტირევული სადარბაზოდან მისი გაყვანა...) ექიმიდან რომ დავბრუნდი, ვერ მოვითმინე და მაინც მოვინდომე ელ-ეტლის გამოყვანა... მოკლედ დღეს პირველად ვიბოდიალე ელ-ეტლით მარტომ ქუჩებში და ერთი საოცარი რამ შემემთხვა... სახლში რომ ვბრუნდებოდი, ერთმა მოხუცმა კაცმა გამაჩერა და მითხრა "ბაბუ, ეტლის ბორბალი დაშვებულია, გადამძვრალა და თუ არ შეკეთდა ეტლი გაფუჭდება". ძალიან შევწუხდი, არც ყავარჯენი მქონდა, რომ ეტლიდან ავმდგარიყავი, არც ის ვიცოდი, ეტლი
სად უნდა წამეღო და ძალიან დავიბენი... ეს მოხუცი მოვიდა, ეტლს მუხრუჭი ჩაურთო, მაღაზიიდან სკამი გამოიტანა, მოვიდა და ეტლიდან სკამზე გადამაჯინა.... შემდეგ ეტლი გადააბრუნა, დაუწყო დათვალიერება და მითხრა "ბაბუ, ამას ნასოსი უნდა".... მარტო ის მოვიფიქრე, რომ სახლში დამერეკა და მეთქვა ბორბალი გაფუჭდა და დამეხმარეთ-თქო....

სანამ მე ტელეფონზე ვსაუბრობდი, მოხუცმა ჯერ ნასოსი მოიკითხა გარშემო, როცა მიხვდა, რომ ვერავინ დაგვეხმარებოდა, მეორე მოხუცი მოუყვანა, დამეხმარეო უთხრა, ეტლს ხელი მოკიდეს და საბარგულში ჩადეს.... ისე დავიბენი, კითხვაც შემრცხვა სად მიგაქვთ ეტლი მეთქი....

მოკლედ დავრჩი ასე, მოლოდინის რეჟიმში და ველოდებოდი..... ასე გავიდა დაახლოებით 2 საათი. ამ 2 საათში უამრავმა ნაცნობმა გამოიარა და მაგრად ვიხალისე მათ რეაქციებზე.... ჯერ გაოცებული მეკითხებოდნენ "შენ
ხარ?" დადებითი პასუხის მერე კი კითხვების შემდეგი ნაკადი მოდიოდა - "აქ საიდან გაჩნდი?", "ეტლი და ყავარჯენი სადაა?", "აქ როგორ აღმოჩნდი?" ჩემი პასუხი კი ასეთი იყო: "პირდაპირ ციდან ჩამოვვარდი"...

ცოტა ხანში გავიხედე და მორბის ბიძაჩემი, "ნასოსით" ხელში... გაოგნებული სახით მიყურებს და მეკითხება "ეტლი სად არის, აქ საიდან მოხვდი, ეტლი თუ არ არის?" (მოკლედ ავუხსენი რაც მოხდა)...

გავიდა დაახლოებით 2 საათი, ან მეტი (ზუსტად არ მახსოვს) და გამოჩნდა მოხუცის ჯიპი. გადმოიღეს ეტლი და მეუბნება მოხუცი: "ბაბუ, ეტლის ბორბალი გახეთქილი იყო, აკეთებდნენ და რომ ვერ გააკეთეს, შემდეგ ახალი დავაგებინე, ამიტომ დამაგვინდა..." ამას ამბობს ისეთი სახით, თითქოს სრულიათ უცნობი კი არა, მისი შვილიშვილი ვყოფილიყავი.....

გაასწორა, ეტლი, ჩადო სავარძელში ზურგის მაგარი ბალიში და მეუბნება: "აბა მოდი, ჩაგაჯენ და ნახე, ხომ არაფერი მოუვა მართვის დროს?" მოკლედ ჩამაჯინა და მეუბნება "წადი ახლა მშვიდად, არაფერი არ დაემართება ეტლს, რამდენიც გინდა იარე".... მე დარცხვენილი და შეწუხებული ვუყურებ და მადლობას ვუხდი.... ამ დროს ჩემებიც მოვიდნენ, მადლობა გადაუხადეს და კითხეს საბურავების ფასი, რომ აენაზღაურებინათ.... მოხუცმა კი ასეთი რამ თქვა: "არაფერი ხარჯი არ გამიწევია, დღევანდელი დღის ვალი მოვიხადე"... დამლოცა, დამემშვიდობა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა...

პ.ს ჰოდა ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ არ მჯეროდეს, რომ დედამიწას სიკეთე და სიყვარული ატრიალებს? ზუუუუსტად სიკეთე და სიყვარულია ჩვენი უპირველსი მოვალეობა ამ ქვეყნად! მხოლოდ სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს!...
©კატო თოფურია"

თეკლა ჟვანია
2761
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
ხომ შეგძლებიათ თურმე ისეთი ამბებიც დაწეროთ, რომლის გაგების შემდეგ დადებითად დაიმუხტები ადამიანი. თქვენი უარყოფითი ამბებით ისე ვითრგუნები, რომ მგონია არასდროს არ გვეღირსება ნორმალური ცხოვრება. ასეთი ამბების შემდეგ კი უკეთესი მომავლის იმედი მიჩნდება.
15:56 / 30-05-2018
მსგავსი სიახლეები
```