"იმ დღეს დედაჩემი დავმარხე..." - ანა ლაშხელი-ონიანი
"იმ დღეს დედაჩემი დავმარხე..." - ანა ლაშხელი-ონიანი
იმ დღეს დედაჩემი დავმარხე.
არც მომკვდარა და არაფერი.
უბრალოდ მივხვდი, რომ არ ვუყვარდი. უფრო მეტიც, ჩემი დაბადებაც არ დაუშვა. არ მომცა უფლება ადამიანი ვყოფილიყავი... მესუნთქა და მეცხოვრა...
ჰოდა, ძალიან კარგი, თუ არ დავიბადე. რად მინდა ადამიანად ყოფნა, თუ ადამიანებს საკუთარი შვილების მოკვლა შეუძლიათ და არაერთხელ...
სულ რამდენიმე კვირა ვიცოცხლე მუცელში და ადამიანები კარგად გავიცანი.
იქ, სადაც დედას შეუძლია მოკლას შვილი და მამა არც კი ეწინააღმდეგება... რატომ უნდა მოვსულიყავი?.
ერთი წამითაც არ მინდა ასეთ დედამიწაზე ცხოვრება...
ახლა დედაჩემი მუცლით ცარიელ საფლავს
ატარებს...
მამაჩემი ჯიბით - ცარიელ ბოთლებს...
ჩემი და ძმა ფერადი სათამაშოებით ოთახს მიწყობენ, მაგრამ მე არ დავიბადები...

ანა ლაშხელი-ონიანი
12132
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
სოფო
0
არ ვიცი გადაარჩენს თუ არა ჩემი კომენტარი რომელიმე პატარას სიცოცხლეს მაგრამ მაინც მინდა გთხოვოთ მომავალო დედებო,არასოდეს არაფელი ასეთ ძლიერ სიყვარულს და სითბოს არ გაგრძნობინებთ როგორსაც შვილი,დედამიწაზე შვილზე დიდი არაფელი შექმნილა და ვერც შეიქმნება, ყოველი წამი მათი თვალებიდან სიყვარული და სიცოცხლე იღვრება,რომ იცოდეთ როგორი უმწეოები ატიან,როგორ სწავლობენ სამყაროს წერტილ წერტილ ყველაფერს რაც ჩვენთვის უნებური და ჩვეულებრივია,როგორ ეწვალებიან საწოვარას ჩადებას და პატარა თითებს უვარდება და ღუღუნებენ პროტესტის ნიშნად,ღმერთო ამაზე დიდი არაფელია ამ ქვეყნად,რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდა,ვინ გაგრიყავს ვის ეყვარები აუცილებლად მოიძებნება ადამიანი ვინც გაგიგებს და შეგიყვარებს შენზე იზრუნებს მიგიღებს გიმეგობრებს,ვითომდა სირცხვილის გამო უდიდეს სიყვარულს უდიდეს ემოციას უდიდეს საჩუქარს შეუფასებელ გრძნობას შვილს ნუ გაწირავთ
16:51 / 08-10-2018
ასევე დაგაინტერესებთ
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?