"თქვენ, ვინც მარკეტში სოსისსა და ძეხვს ჰყიდით, რომელთაც თქვენიანებს არასოდეს არ აჭმევთ..."
"თქვენ, ვინც მარკეტში სოსისსა და ძეხვს ჰყიდით, რომელთაც თქვენიანებს არასოდეს არ აჭმევთ..."
თქვენ, ვინც მარკეტში სოსისსა და ძეხვს ჰყიდით,
რომელთაც თქვენიანებს არასოდეს არ აჭმევთ,
თქვენ, ვინც ქვეყანაში სამედიცინო კლინიკებს ხსნით,
ხოლო ოჯახის წევრებს მხოლოდ საზღვარგარეთ მკურნალობთ,
თქვენ, ვინც ქვეყანას ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას უწესებთ,
ხოლო საკუთარ შვილებს სიგარეტის მოწევასაც უკრძალავთ,
თქვენ, ვინც სხვის შვილებს ოკუპანტის ენის სწავლას უშლით,
ხოლო თქვენს ბავშვებს არდადაგებზე პეტერბურგში
აგზავნით ენის გასატეხად,
თქვენ, ვინც ახალგაზრდებს საბრძოლველად აქეზებთ,
ხოლო საკუთარ შვილებს ომის დროს უცხოეთში ისტუმრებთ,
თქვენ, ვინც ეს ქვეყანა ლაბარატორიად აქციეთ,
სადაც ჩვენზე,
როგორც ცდისპირებზე,
სიცოცხლისათვის სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებთ,
თქვენ, რომელთაც
ამქვეყნად არაფრის არ გეშინიათ,
თქვენ....
თქვენ,
უნდა გეშინოდეთ...

გია არგანაშვილი

996
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?