"თქვენ, ვინც ქვეყანაში სამედიცინო კლინიკებს ხსნით, ხოლო ოჯახის წევრებს მხოლოდ საზღვარგარეთ მკურნალობთ" თქვენ, ვინც მარკეტში სოსისსა და ძეხვს ჰყიდით,
რომელთაც თქვენიანებს არასოდეს არ აჭმევთ,
თქვენ, ვინც ქვეყანაში სამედიცინო კლინიკებს ხსნით,
ხოლო ოჯახის წევრებს მხოლოდ საზღვარგარეთ მკურნალობთ,
თქვენ, ვინც ქვეყანას ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას უწესებთ,
ხოლო საკუთარ შვილებს სიგარეტის მოწევასაც უკრძალავთ,
თქვენ, ვინც სხვის შვილებს ოკუპანტის ენის სწავლას უშლით,
ხოლო თქვენს ბავშვებს არდადაგებზე პეტერბურგში
აგზავნით ენის გასატეხად,
თქვენ, ვინც ახალგაზრდებს საბრძოლველად აქეზებთ,
ხოლო საკუთარ შვილებს ომის დროს უცხოეთში ისტუმრებთ,
თქვენ, ვინც ეს ქვეყანა ლაბარატორიად აქციეთ,
სადაც ჩვენზე,
როგორც ცდისპირებზე,
სიცოცხლისათვის სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებთ,
თქვენ, რომელთაც ამქვეყნად არაფრის არ გეშინიათ,
თქვენ....
თქვენ,
უნდა გეშინოდეთ...
გია არგანაშვილი